კულტურა! – სტატიების არქივი

kakabadze

დავით კაკაბაძის სახელობის გალერეა

რა თქმა უნდა, ქალაქის ცენტრში –  რუსთაველის პროსპექტის 8 ნომერში, დავით კაკაბაძის სახელობის  სახვითი ხელოვნების გალერეის მუდმივმოქმედ  ექსპოზიციაში, ან ფონდსაცავებში.   სიმბოლური დამთხვევის შესახებაც   ვთქვათ: გალერეის  მოპირდაპირე მხარეს  რომ პირველი საჯარო სკოლის შენობაა – ყოფილი კლასიკური გიმნაზიისა, აქ  1851-იდან მრავალი წლის განმავლობაში, ხატვასა და სუფთა წერას  ასწავლიდა ქართული რეალისტური ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პირველი დიპლომირებული ქართველი მხატვარი – პორტრეტისტი, რეპინის მეგობარი და თანაკურსელი  გიორგი მაისურაძე (აკაკის, ნიკო ნიკოლაძის, ნიკო მარის, ბესარიონ ღოღობერიძის და სხვა გამოჩენილ ადამიანთა ხატვის მასწავლებელი).
ქუთაისის ტალღა“ _ ახალგაზრდული მოძრაობისა და სუბკულტურის სოციოლოგიური ანალიზი. 

ქუთაისის ტალღა“ _ ახალგაზრდული მოძრაობისა და სუბკულტურის სოციოლოგიური ანალიზი. 

1990-იან წლებში დამოუკიდებელ საქართველოში უდიდესი სოციალური და პოლიტიკური კრიზისი იწყება. პოსტსაბჭოთა ერაში საკუთარი ადგილის პოვნა, სოციალურ კონფლიქტებთან, უმუშევრობასთან და კრიმინალის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებთან გამკლავება ძალიან რთული და მტკივნეული პროცესი იქნებოდა ქვეყნისთვის. სწორედ მსგავსი ისტორიული კონტექსტის თანადროულად იბადებოდა და ვითარდებოდა ,,ქუთაისის ტალღა“, რომლის შეფასებისასაც ადამიანების აზრი ერთგვაროვანი სულაც არ არის. ერთ-ერთი შეხედულების თანახმად, ,,ქუთაისის ტალღა“ გახლდათ პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისუფლებისთვისა და ინდივიდუალიზმისათვის ბრძოლის პროცესში წარმოქმნილი იდენტობის კრიზისის, უიმედობისა თუ სოციალური პროტესტის გამოძახილი.
kneina

კნეინა ელისაბედი

ავტორი: მარიამ გოგობერიშვილი აღმოჩენა  რამდენიმე დღე, ეს სახელი, ეს ულამაზო, მაგრამ თავისებურად „ქარიზმატული“ ქალი მიტრიალებს […]
mebuke

„Livin’ In The Mirror, ანუ პანკი ქუთაისურად“

თუ მარკესს ვენდობით, იმისთვის უნდა ვიცხოვროთ, რომ მოვყვეთ. ამბავი ბევრია, მოსაყოლიც, მაგრამ ახლა „სხვა“ თაობის მამებსა და შვილებზე (ივან ტურგენევი და ილია ჭავჭავაძე არაფერ შუაშია) ვისაუბროთ,  უფრო ზუსტად კი იმაზე, რასაც „ქუთაისურმა ტალღამ“ გადაუარა. პარადოქსულია, მაგრამ ეს ტალღა ერთდროულად მშვიდიცაა და ხმაურიანიც.  თხრობაში მოვლენათა ინტერპრეტაცია მარტივია, ამიტომ სამართლიანი იქნება, აღვნიშნო: ჩემი თაობა ამ ამბის უშუალო მონაწილე არ ყოფილა. სარკის მიღმა დავდგები და დანარჩენს ასე მოგითხრობთ.
meoba

მეობა –  ოთარ სულაბერიძე

ჩვენს დირიჟაბლში  (ასე ეძახდა ჭავჭავაძის პროსპექტზე გაწოლილ ბინას) ასზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა. ათიოდე მეტრის სიგანის ეზოში აისიდან დაისამდე წვრილფეხობის ჟივილ-ხივილი იდგა. მათ ჟრიამულს აეროდრომისკენ დასაჯდომად წასული თვითმფრინავის ხმაც ვერ წყვეტდა, მხოლოდ ერთხელ (თანაც ყოველ დღე არა), საღამოხანს ისადგურებდა საოცარი სიჩუმე, როცა თავის სამყაროში ჩაყვინთული ყველა ბავშვი შეშდებოდა – „მეობა მოდის!..“ – გარინდული შევჩერებოდით მეზღვაურული რწევით მომავალ ახოვან, ულამაზეს ვაჟკაცს, რომელიც ენითუთქმელ ღიმილს ურიგებდა დიდსა და პატარას.
isidore

ვერა წერეთელი და ისიდორე ვარაზაშვილი

ჭიათურიდან მიმავალი, მას შემდეგ რაც ,,დევის ნამუხლს“ გაივლი, სვერის ციხესა და ,,კოტიას მღვიმესაც” უკან მოიტოვებთ, მიადგებით  სოფელ ცხრუკვეთს, სადაც ძველ სასაფლაოზე,  წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის ქვეშ,  მცენარეებში ჩაკარგული აკლდამა, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. აკლდამა ვერა ვარაზაშვილის ეკუთვნის, რასაც წარწერაც მოწმობს. სამუდამო ძვალთშესალაგი  ისიდორე ვარაზაშვილმა უზომო სიყვარულისა და მწუხარების   ნიშნად აუგო ძვირფას მეუღლეს.                 ,,ჩემო სიცოცხლე, ჩემო ვერიკო….შენით ვცოცხლობ და შენით შევხარი წუთისოფელს, ადვილად ვიტან ყოველ გაჭირვებას იმ იმედით, რომ შენ და ჩემი ბავშვები კარგად მეყოლებით. ეს გახსოვდეს ჩემო იმედო“.   
vakhani

ვახანის  ციხე

ხარაგაულის და მისი მცხოვრებლების ისტორიული ფესვები უხსოვარი დროიდან მოდის. მის ტერიტორიაზე ადამიანი ბინადრობდა ადრეულ და ზედა პალეოლითის ხანაში და აღმოჩენილია უძველესი არქეოლოგიური ნაშთები.  მთელ მუნიციპალიტეტში უხვადაა მიმოფანტული ისტორიული ძეგლები – ეკლესია-მონასტრები, ციხე-კოშკები, საფორტიფიკაციო ნაგებობები.
მიწისქვეშა ქუთაისი

მიწისქვეშა ქუთაისი

ძველად ქუთათური ქალბატონი თუ მოგაძახებდა ”შენ ჩავარდი წკვარამშიო“, ცოცხლად უნდა წარმოგედგინა, რომ, საცაა, ფეხქვეშ მიწა უნდა გაგსკდომოდა და უკუნ სიბნელეში შთანთქმულიყავი. “წკვარამი“, ჩემო ბატონო, ჩვენებური, ქვემოიმერული გამოთქმაა, რომელიც კარსტულ ძაბრსა და ჭას შეესაბამება, ვუკოლ ბერიძის „სიტყვის კონაში“ უფსკრულის, ქვესკნელის სინონიმადაა განმარტებული.
bulvari

ქუთაისის 175 წლის „პარლამენტი“

მრავალი წლის წინათ დიდმა ქართველმა პოეტმა, პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ აკაკი წერეთელმა, თავისი ოთხკუთხა ფორმით, იმერულ ხაჭაპურს (“ხაჭოპურს”) შეადარა ქუთაისის ბულვარი, ხოლო „ბაღისკიდეზე“ გაჩაღებული მუდმივი საზოგადოებრივ -პოლიტიკური ვნებათაღელვისა და მძაფრი დებატების გამო, მას დღემდე შეუცვლელი სახელი – „ქუთაისის პარლამენტი“ უწოდა.
kolkhida

XX საუკუნის დასაწყისის ქუთაისის საგაზეთო ქრონიკაში გაჩერებული დრო

ბიბლიოთეკები გაჩერებული დროის საცავებია, დროის, რომელიც მხოლოდ მაშინ ცოცხლდება და იწყებს არსებობას, როდესაც მას ეხები. გადმოიღებ წიგნს და თითქოს დაჟანგული კბილანები ამოძრავდება და წარსულში დატოვებულ დღეებსა და საათებს დაატრიალებს.