Covid 19
+995 (0) 32 237 00 00

აღმოაჩინე ქუთაისი და მისი შემოგარენი

mouse-scroll
plane
ქუთაისის აეროპორტი
ფრენები
arrow
barcode

სად გავჩერდეთ?

სრულად...
სასტუმრო სახლი History
ბაგრატის ქ. 1-ლი ჩიხი, #6

სასტუმროდან იშლება საოცარი ხედები მცირე კავკასიონზე, სასტუმროს ტერასიდან დაინახავთ გელათის სამონასტრო კომპლექსს და ბაგრატის ტაძარს. სასტუმროს აქვს 5 საუკუნის ჭურები, ეზოში ნახავთ მე-5, მე-6 საუკუნის შენობას. სასტუმროს შენობის არქიტექტურაში შერწყმულია ხის და ქვის მასალა, რაც ქმნის მშვიდ და სასიამოვნო გარემოს. საერთო ტერასიდან დღის და ღამის განმავლობაში იშლება ქუთაისის პანორამული ხედი. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ მზის ამოსვლის და ჩასვლის სილამაზით.

სასტუმრო ქალაქის ცენტრიდან დაშორებულია 700 მეტრით.

Sun Guest House
ბაგრატის ქ. #2

საოჯახო ტიპის სასტუმროს, ერთდროულად შეუძლია მიიღოს 10 ტურისტი. 

სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დააგემოვნონ ქართული კერძები. სასტუმრო სახლს აქვს საკუთარი მარანი, სადაც ტურისტებს იმერული ღვინის დაგემოვნება შეუძლიათ.

SAN GUEST HOUSE ნებისმიერ ტურისტს ბიუჯეტურ ფასად ემსახურება და თავაზობს ექსკურსიებს საქართველოს მასშტაბით, ვინაიდან გვაქვს ავტომანქანების გაქირავების სერვისი. მსურველებს შეუძლიათ, სხვადასხვა მარკის და ტიპის ავტომანქანებით და მინიბუსებით ისარგებლონ. ექსკურსიის დაგეგმვა შეუძლიათ თავად ტურისტებსაც.

ჩვენ გთავაზობთ სრულ კომფორტს, წელიწადის ნებისმიერ დროს.

 

სასტუმრო "ვიტა გარდენია"
სამაკაშვილის ქ. #7, წყალტუბო

პატარა, მაგრამ მრავალფუნქციური სასტუმრო გაიხსნა 2021 წელს. ოთხსართულიანი, მწვანეში ჩაფლული შენობა გარშემორტყმულია საქართველოში უნიკალური ტროპიკული ბაღ-მუზეუმით, ევკალიპტებითა და ტროპიკული ხეებით, ულამაზესი ხედებით იმერეთის სამგურალის სერსა და მესხეთის ქედზე.

სასტუმროს აქვს მოსახერხებელი ლოკაცია, 750 მეტრი აცილებს კურორტის ცენტრალური პარკს, სადაც განთავსებულია N1 და N6 სამკურნალო-სარეაბილიტაციო ბალნეო ცენტრები რადონული თერმული წყლებით. სასტუმროს საერთო ფართი მიმდებარე ტერიტორით შეადგენს  4000 მ2-ს. 

სასტუმრო "პანორამა ქუთაისი"
იოანე პეტრიწის მე-2 შესახვევი, #6

სამსართულიანი სასტუმრო მდებარეობს ცენტრიდან 5 წუთის სავალზე, ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ გარემოში. სასტუმროდან იშლება ქალაქის ულამაზესი ხედები. მესამე სართულზე არის ღია ტერასა.

აპარტამენტი ბორა
კოსტავას ქ. #39, წყალტუბო

გეპატიჟებათ აპარტამენტი "ბორა", რომელიც მდებარეობს იმერეთის ულამაზეს მხარეში, წყალტუბოში. თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო და კარგი პირობები. აპარტამენტი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით. მოგემსახურებათ 8 ადგილიანი მინივენი. აპარტამენტი გათვლილია 4 ადამიანზე.

ბუტიკის ტიპის სასტუმრო "ვერძი"
ფანჯიკიძის #28, ქუთაისი

სასტუმრო  განთავსებულია ქალაქის ისტორიულ უბანში. შენობა აგებულია მე-19 საუკუნეში. ისტორიის  მიხედვით, შენობაში თავდაპირველად ფუნქციონირებდა სასტუმრო “ევროპა”. წლების შემდეგ ჩვენ ისევ აღვადგინეთ და მზად ვართ მივიღოთ სტუმრები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. სასტუმრო შედგება 14 ნომრისგან, რომელთა აივნებიც გადაჰყურებს ქალაქ მუზეუმის ტერიტორიას. აქვეა ცენტრალური მოედანი, კოლხური შადრევანი, ოქროს ჩარდახი და სხვა მრავალი ღირსშესანიშნაობა. ნომრები აღჭურვილია რესტავრირებული ანტიკვარული ავეჯით და თანამდეროვე გაგრილება - გათბობის სისტემით. აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ სახურავზე განთავსებული ტერასით და ლაუნჯ ბარით.

ჰოსტელი "ალექსანდრე"
ნიკეას ქ. #11ა
Aria Resort & Spa
წყალტუბო, სოფელი გუმბრა

“Aria Resort & Spa” საქართველოს ერთ-ერთ მთავარ საკურორტო და ტურისტულ ზონაში, წყალტუბოში მდებარეობს. სასტუმროს მშენებლობას 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი. მიზანი ქალაქის ცენტრიდან ახლოს, ბუნების წიაღში გამაჯანსაღებელი,დასვენებასა და განტვირთვაზე, სტუმარზე ორიენტირებული გარემოს შექმნა იყო. 

სასტუმრო კომპლექსი „არია რესორტ & სპა“ ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე, მუხების ხეივანშია განთავსებული. წყალტუბოს შესასვლელიდან დაშორებულია 100 მ-ით, 12 კმ-ით ქუთაისიდან, 16კმ-ით პრომეთეს მღვიმიდან, 20 კმ-ით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. სასტუმრო  მარტივად მისადგომია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის. დასვენებისათვის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა ახლომდებარე უნიკალური წყალტუბოს ცენტრალური პარკი და განთქმული სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრები თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით.

სასტუმრო "გრანდ ოპერა"
რუსთაველის გამზირი #4

სასტუმრო "გრანდ ოპერა" წარმოადგენს ბუტიკის ტიპის სასტუმროს ქუთაისის ძველ ისტორიულ უბანში. "გრანდ ოპერაში" განთავსებულია 11 ტიპის 22 კომფორტული სასტუმრო ოთახი. ყოველი ოთახი გაწყობილია ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, ნამდვილი ხის ავეჯით უმაღლესი ხარისხის მატრასებით და თეთრეულით. მაღალი კატეგორიის ოთახების იატაკი ეკოლოგიურად სუფთა ხის პარკეტითაა მოპირკეთებული (ასევე გვაქვს ოთახები ხალიჩის იატაკით და კერამიკის იატაკით). 

 

 

ბუტიკის ტიპის აპარტამენტი Signature
საღარაძის ქ. #8

სასტუმროს ტიპის აპარტამენტი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ძველ ნაწილში (სამეფო უბანი) - ყველა მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობასთან ძალიან ახლოს. აპარტამენტი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით. აპარტამენტი განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსის მე-6 საართულზე, საიდანაც ინდივიდუალური აივნებით იშლება საერთო ხედი მდინარე რიონზე! სტუმრებს აპარტამენტში მოხვედრა შეუძლიათ ლიფტით. ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად გაატარონ თავისი დაუვიწყარი დღეები ჩვენს აპარტამენტში.

 

დაჯავშნა:

  • თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ონლაინ რეზერვაცია ჩვენი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით : https://bit.ly/3bBSWp1
  • შესაძლებელია ჯავშნის გაკეთება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - kutaisi.signature@gmail.com
  • შესაძლებელია ტელეფონით დაჯავშნა 24/7 - (+995) 555 53 49 49 / 593 742473
სასტუმრო "მემუარი"
ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #5
ჰოსტელი "Mango"
ლესელიძის ქ. პირველი ჩიხი, N9

ჰოსტელი ,,MANGO“ მდებარეობს ქ.ქუთაისის ისტორიულ უბანში, ჭომაში. ჰოსტელში არის 4 ნომერი, თითოეულში დგას 1 ერთკაციანი და 1 ორკაციანი საწოლი. ჰოსტელიდან იშლება ულამაზესი ხედი მდინარე რიონის ხეობაზე  და ისტორიულ უბან საფიჩხიაზე. 200 მ-ში მდებარეობს ბოტანიკური ბაღი,1 კმ-ში ბაგრატის ტაძარი,500 მ-ში ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ჩვენ შეგიქმნით ყველა პირობას რომ თავი იგრძნოთ მყუდროდ და კომფორტულად.

გასტრონომიული მაგია

სრულად

სად ვჭამოთ?

სრულად
ღვინის მარანი მაქსიმესოული
ბაღდათი, კახიანის #89, ქუთაისიდან 24კმ
დაკარგული სამოთხე
თბილისი-ლესელიძის გზატკეცილი, თერჯოლა

კაფე-რესტორანი "დაკარგული სამოთხე" გთავაზობთ ქართულ და ევროპულ სამზარეულოს ფართო ასორტიმენტს. რესტორნის გვერდით მდებარე ჩაის სახლში კი შესაძლებელია დააგემოვნოთ 47 დასახელების ჩაი. რესტორანს აქვს გამორჩეული ინტერიერი, რომელიც თავს მყუდროდ გაგრძნობინებთ. 

ბარ-რესტორანი ამბრელა
ვაჟა ფშაველას 1

ქალაქ ქუთაისში, ბესიკ გაბაშვილის კულტურისა და დასვენების პარკში გიმასპინძლებთ ბარ-რესტორანი “ამბრელა”, სადაც თქვენ შეგიძლია მოისმინით ცოცხალი მუსიკა, დაესწროთ ლიტერატურულ საღამოებს და სიამოვნება მიიღოთ როგორც ქართული, ასევე უცხოენოვანი ფილმების ჩვენებით. უგემრიელეს კერძებთან ერთად შეგიძლიათ დატკბეთ ჩვენი ქალაქის ულამაზესი ხედებით. “ამბრელა”- გემოვნება, კულტურა და გემრიელი კერძები ერთ სივრცეში.

 

Gallery Terrace - გალერეა ტერასა
შოთა რუსთაველის #4
თინას ეთნო მარანი
თბილისის ქ. #69

"თინას ეთნო მარანი" მდებარეობს ქუთაისის ძველ უბანში, საფიჩხიაზე, სადაც სტუმრებს შეუძლიათ  დააგემოვნონ იმერული საოჯახო მარნის ღვინოები იმერულ კერძებთან ერთად  და მონაწილეობა მიიღონ მათ მომზადებაში შესაბამისი მასტერკლასების მეშვეობით. ასევე ყველაზე კარგად გაიცნონ იმერული  სტუმარმასპინძლობის ტრადიციები, კულტურა და ჩვენი ეთნო კუთხე.

კაფე აივანი
პუშკინის ქ. #2
რესტორანი "ეპოქა"
რუსთაველის ქ. #4
რესტორანი შედევრი
თაბუკაშვილის #3, ქუთაისი

რესტორანი გთავაზობთ ქართულ, ტრადიციულ, უგემრიელეს კერძებს, საუკეთესო ხარისხის და გემოს გარანტიით!

ლილესთან • Lilestan
თამარ მეფის #16, ქუთაისი
MiniArt cafe & gallery
გ. ტაბიძის ქ. #16

MiniArt cafe & gallery მდებარეობს რიონის მარჯვენა სანაპიროზე განლაგებულ ქუთაისის ერთ-ერთი უძველეს უბანში, “ბჟოლებში”, კერძოდ, გალაკტიონ ტაბიძის N16-ში. სივრცე მოიცავს საგამოფენო დარბაზს, სადაც განთავსებულია ქუთაისის ხელოვანთა საზოგადოების ნამუშევრები და კვების ობიექტს, რომელიც საშუალებას მოგცემთ დააგემოვნოთ ადგილზე დამზადებული უგემრიელესი კრუასანები და ყავა, ასევე გთავაზობთ მცირე მარნების მიერ წარმოებულ ადგილობრივ ღვინოს.

მაგნოლია
ფალიაშვილის ქუჩა N1, წყალტუბო, 13 კმ. ქუთაისიდან.
ვიოლინო
რუსთაველის ქ. N4, წყალტუბო, 13 კმ. ქუთაისიდან.

უახლესი მოვლენები

სრულად
07 Oct
2021
14 Mar
2021
ქუთაისი - წარსულის ქრონიკები
01 Aug
2021
ვიდეო ინსტრუქციები იმერეთში სამოგზაუროდ
15 Apr
2021
ვიდეო-ინსტრუქცია ქუთაისში სამოგზაუროდ
21 Oct
2020
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი გაიხსნა!
17 Nov
2020
მუსიკოსები ტურიზმისთვის
19 Dec
2020
პირველი ფრენა პანდემიის შემდეგ
23 Dec
2019
14 Dec
2019
ბუნებრივი ღვინის ფესტივალი "ამერიმერი"
25 Jul
2019
ინფო–ტური იმერეთში