კულტურა! – სტატიების არქივი
ჭიათურა – ჩოგბურთის ქართული ისტორიის დასაწყისი
ძველ ქვაფენილებს ოქროსფერი მზის სხივები ნაზად ეხება, ჰაერი კი მანგანუმის ფერად სუნთქავს. ქვის სახლებს შორის, ვიწრო ეზოში, უცხო ხმა ისმის – ბურთის და ჩოგნის შეჯახების მკაფიო ხმა, რომელიც ადგილობრივებს ჯერ უცნაურად ეჩვენებათ, შემდეგ კი მომაჯადოებლად იზიდავს.
ჩოგბურთის ისტორია საქართველოში XIX საუკუნის მიწურულს ჭიათურიდან იწყება – იმ დროისათვის, როცა ქვეყანა კვლავ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო და უცხოური კულტურული ტალღები მხოლოდ ცალკეულ კუთხეებში აღწევდა. სწორედ ამ პერიოდში ინდუსტრიული განვითარების ფონზე, ჭიათურაში ინგლისური კომპანია “Forward and Salinas”–ის საქმიანობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ სპორტისა და კულტურის სფეროებშიც.
ინგლისური ფირმის მმართველმა ჯონ ტარსეიმ, რომელმაც ქართველი ქალი შეირთო ცოლად და წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა, ლაუნ – ტენისი – დასავლური წარმოშობის სპორტი – პირველად სწორედ მანგანუმით მდიდარ ქალაქ ჭიათურაში შემოიტანა. ისტორიული წყაროების თანახმად , ტარსეიმ საგანგებოდ მოაწყო კორტი და ადგილობრივ საზოგადოებას სრულიად უცხო სანახაობა წარუდგინა – ჩოგბურთის თამაში, რომელიც ჯერ კიდევ ელიტარულ გართობად ითვლებოდა ევროპაში. ეს იყო სპორტული სიახლე, რომელმაც მალე დაინტერესება გამოიწვია ჭიათურის კულტურული წრის წარმომადგენლებში. მალე ეზოში, სადაც ადრე ბავშვები ჩიტის ბუდეებს დასდევდნენ, აკაკი წერეთელი – თვით უკვდავი მგოსანი, ინტერესით ადევნებდა თვალს თამაშს. ჭიათურიდან ჩოგბურთმა გავრცელება თბილისსა და ბათუმში ჰპოვა.
ახალი მოდა: ბანდოდან მარგალიტის ყელსაბამამდე
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის კულტურულ მიმართულებაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მოდაც, როგორც საზოგადოების კულტურული მოწყობისა ერთ-ერთი ინდიკატორი. ქუთაისური მოდა ამ ისტორიაში საკმაოდ დიდ და საინტერესო ადგილს იკავებს.
აბრეშუმის, როგორც ქსოვილის, წარმოებაც საქართველოში მე-19 საუკუნის ქუთაისთანაა დაკავშირებული. 1889 წელს ქუთაისის იმდროინდელ გუბერნიაში, ჩვენი ქვეყნის პირობებში ყველაზე ადრე, ორი პატარა ძაფსახვევი ფაბრიკა ფუნქციონირებდა და ამავე სახელით („ძაფსახვევი ქარხანა“) იყო ცნობილი. აბრეშუმის ქსოვილსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ქუთაისში ამზადებდნენ და საქართველოში არსებულ ბაზრობებზე ჰყიდდნენ. იმდროინდელი აქაური პროდუქცია საკმაოდ ძვირადღირებული ყოფილა, კერძოდ, მისი ღირებულება 75000 მანეთს შეადგენდა. მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის პირველ წლებში ქართველი დიდებულები ჯერ კიდევ ტრადიციულ სამოსს ატარებდნენ, რაც არაა გასაკვირი, რადგან ინდუსტრიალიზაცია ამ პერიოდის შემდეგ იწყება და ამასთან, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამ ბევრი რამ შეცვალა კულტურული თვალსაზრისით.
1920-იანი წლების ქუთაისი: მოგონებები და რეპრესირებულთა დაკარგული ისტორიები
დორი ლაუბი, რომელიც ფსიქოანალიტიკოსი და იელის უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ, ტრავმისა და ტრავმის გაცხადებასთან, მის გამოხატვასა და მისი მოსმენის შესახებ კვლევებზე მუშაობისას აყალიბებს მნიშვნელოვან შეხედულებებს იმის შესახებ, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც პიროვნება თავის ადამიანურ ტკივილს, აქამდე მისთვისაც ბოლომდე გაუცხადებელ და შეუცნობელ ფენომენს გაუზიარებს სხვას, იპოვის თავის მსმენელს, რომელიც გახდება ერთადერთი მოწმე ამ ჩვენებისა და ყოვლად გამორჩეული, უჩვეულო მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდება. ვითარების განსაკუთრებულობა და არაჩვეულებრივობა, დორი ლაუბის თქმით, გამოიხატება იმაში, რომ ის არ ისმენს ამბავს, რომლის შესახებაც უკვე დაწერილა, რომლის შესახებაც ჰყვებიან მუზეუმებში, რომელთა მატერიალიზაციაც უკვე შემდგარი ფენომენია არტეფაქტებისა და ჩანაწერების, არქივებში შენახული ქაღალდებისა და მასალების სახით, არამედ ის ხდება მოწმე იმისა, რაც ახლა იძენს სხეულს, რაც ახლა იბადება და რასაც გამომჟღავნების საშუალება აქამდე არ ჰქონია.
ეპიტაფია
ყველაზე სევდიანი, იდუმალი და თავისებურად მომხიბლავი ადგილი, რომელიც მრავალ ფიქრსა და მოგონებას ბადებს და თავისდაუნებურად ფილოსოფიური ფიქრებისთვის ნაყოფიერ გარემოს ქმნის.
საუკუნეების განმავლობაში ძვირფასი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს ადამიანები სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ერთ-ერთი გამოხატულება საფლავის – ,,საუკუნო განსასვენებლის“ მოწყობაა. მემორიალური ძეგლები ,,დრო და ჟამის“ შესაფერად მუდმივად იცვლებოდნენ. რამდენი რამის მოთხრობა შეუძლიათ საფლავის ქვებს, როგორც პროფესიონალი მკვლევარებისათვის, ისე მოყვარული ან უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის. მემორიალური ძეგლებით არაერთი მკვლევარია დაინტერესებული, მაგრამ მათი ინტერესს წარმოადგენს ეპიტაფიები, როგორც წერილობითი წყარო. საფლავის ქვები და ძეგლები, როგორც ხელოვნების ნიმუში იშვიათად გამხდარა კვლევის საგანი. ჩვენ წერილს რა თქმა უნდა კვლევის, მითუმეტეს სამეცნიერო ნაშრომის პრეტენზია არ აქვს, გვინდა მხოლოდ იმერეთში გავრცელებული გამორჩეული მემორიალური ძეგლების ტიპები და XVIII-XIXს.ს-ის სტილი შემოგთავაზოთ.
მედია, მეხსიერება და ნაციონალური იდენტობა: მე-19 საუკუნის ქართული მედიის მცირე მიმოხილვა.
მედიის როლი ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაში ნაციონალიზმის შესახებ დისკურსისთვის უცხო არ არის. ბეჭდვითი მედიის, განასკუთრებით კი, ჟურნალ-გაზეთების კოლოსალური გავლენა ცალსახად გადამწყვეტი აღმოჩნდა ნაციონალიზმისა და ეროვნული იდეების, ეროვნული წარმოსახვის ფორმირებისთვის. რამდენიმე მსგავსი გამოცემა და გაზეთი მე-19 საუკუნის ქართული აზრის ნაყოფიც გახლავთ, რომელთაც ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ ქართული ნაციონალიზმისა და ეროვნული იდენტობის რაობისა და წარმოშობის შესახებ დებატისთვის. მოცემულ სტატიაში კი განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციასა და ფუნდამენტურ იდეურ ცვლილებებს, რომლებიც საფუძვლად დაედო სახელმწიფოს არსის გადააზრებისა და ერი-სახელმწიფოების იდეის ჩამოყალიბებას გლობალურ დონეზე, ასევე, მიმოვიხილავთ ქართულ, კერძოდ, ქუთაისურ კონტექსტს და მოკლედ გავაანალიზებთ იმ უნიკალურ მნიშვნელობას, რომელიც უშუალოდ რუსეთის იმპერიის მხრიდან ქართული სახელმწიფოებრივი იდეის ჩახშობის მუდმივი მცდელობის თანადროულად შექმნილ ქართულ გაზეთებს ჰქონდა.
დარიანული – ელლის და კატის ამბავი
რამდენიმე ხნის წინ კიდევ ერთხელ „გადავიმეორე“ კარვერის მოთხრობის აუდიო ვერსია – „რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე.“ საკუთარ თავთან ეს კითხვა ამ სათაურის ყოველი გახსენებისას მიჩნდება და გულწრფელი რომ ვიყო, პასუხი არ მაქვს. ალბათ – ყველაფერზე.
მერე იმაზეც დავფიქრდები ხოლმე, რომ არა ვუდი ალენისეული პარიზი, ხომ იქნებოდა ქუთაისიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ასეთივე და იქნებოდა „ცისფერყანწელების“ დამსახურებით.
„ყვითელი დანტე“ და ყვითელი ამბები იქით იყოს, მე არც იმის დამტკიცება მინდა, რომ ელენე დარიანი პაოლოს მისტიფიკაციაა და არც იმის, რომ ლექსები ელენე ბაქრაძეს ეკუთვნის და ვიღაცებმა იაშვილს მიაწერეს. ამდენად, არც ერთ მხარეს არ გავანაწყენებ, არც ლიტერატურული მკვლევრების საქმეს შევითავსებ. უბრალოდ შეყვარებული ადამიანების ქუთაისზე მოგიყვებით, ქალაქზე, სადაც სიყვარული და მისი თანმხლები ვნება ზოგჯერ ტაბუა, ზოგჯერ კი აკრძალვას არ საჭიროებს.
ტერენტი გრანელის უცნობი მუზა
ვისაც წაუკითხავს ტერენტი გრანელის “სიკვდილის შემდეგ” (“…მოვკვდები ღამით, გათენებისას…”), უთუოდ განსაკუთრებულად მოაგონდება ამ ნაწარმოების ერთი პასაჟი:
“კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემ საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.”ვინ იყო ეს იდუმალი ქალბატონი?
2019 წლის 11 ნოემბერს facebook – ზე, ჩემს კედელზე, ტერენტი გრანელის ერთ-ერთი ლექსი დავდე. მაშინვე გამომეხმაურა ქუთაისელებისათვის კარგად ცნობილი პიროვნება, დამსახურებული იურისტი და უგანათლებულესი კაცი, ჩემი ძვირფასი მეგობარი ივანე (ვანო) აფრიდონიძე. მან საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა ე. წ. კომენტარების სახით.
ჭიათურა- საჰაერო ვენეცია
ქალაქი, რომელიც თავისი გამორჩეული ლანდშაფტით სხვა ქალაქში არასოდეს აგერევა. გამორჩეულმა მდებარეობამ ბევრი რამ განაპირობა ყვირილის ხეობის განაშენიანებაში, მაგალითად ის, რომ სწორედ კლდეებისა და მღვიმეების სიმრავლემ და სიმარტივემ მოიყვანა აქ ჯერ კიდევ მეზოლითელი ადამიანი. მდებარეობის დამსახურებაა, რომ ამ ტერიტორიებზე შემორჩენილია არაერთი ,,სახიზარის“ ნაშთი. ( ტყეც კი გვაქვს სახელწოდებით-,,ნახიზნევი“). მდებარეობის დამსახურებაა, რომ ქალაქში, რომლის მოსახლეობა 12 ათას მცხოვრებს არ აღემატება 36-მდე საბაგირო გზა ფუნქციონირებდა. აი ამიტომ უწოდა ენამოსწრებულმა ვიზიტორმა საბაგირო გზებით დაქსელილ ქალაქს ,,საჰაერო ვენეცია“.
ჭიათურაში საბაგირო გზების მოწყობის საკითხი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მიწურულს დაისვა, თუმცა იდეამ ფართო გასაქანი მხოლოდ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მიიღო. ადგილობრივმა სპეციალისტებმა არაერთი სატვირთო და სამგზავრო საბაგირო გზა ააგეს.
ფრინველკაცის ამბავი
რა თქმა უნდა, ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოების შემოთავაზებას არ ვაპირებ, ერთი საინტერესო კაცი მინდა, გავიხსენოთ.
„ფრინველკაცი“ უახლოესმა მეგობარმა- ქართული მწერლობის თვალსაჩინო ფიგურამ და ქართული ალპინიზმის კოლორიტულმა წარმომადგენელმა, მრავალტანჯულმა კაცმა – ლევან გოთუამ უწოდა ალექსანდრე (ალიოშა) ნემსიწვერიძეს, ანუ, უბრალოდ, ატეს (როგორც შინაურულად მიმართავდა ხოლმე).
ქალთა გიმნაზიის რევოლუციონერი ქალები
„ომს არ აქვს ქალის სახე“, სვეტლანა ალექსიევიჩი როცა აღმოვაჩენთ, რომ წარსული დაგვავიწყდა, კოლექტიურმა მეხსიერებამ გვიმტყუნა, მივხვდებით, რომ ეს მდგომარეობა იმაზე დიდხანს გრძელდება ხოლმე, ვიდრე, როგორც წესი, რომელიმე მოვლენის ან ფაქტის გახსენებას დასჭირდებოდა. ეს, ერთი შეხედვით, აბსტრაქტული შესავალი ეძღვნებათ ქალებს, რომლებიც ქმნიდნენ ისტორიას თავიანთი ცხოვრებით, უფრო კი – მოღვაწეობით. დღეს მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის რევოლუციონერ ქალებზე ვწერ, მათზე, ვისაც გარკვეული ფორმით ქუთაისთან კავშირი ჰქონია, რაღაც საინტერესო მოუყოლია ამ ქალაქზე.