კულტურა! – სტატიების არქივი

დარდი N1677

დარდი N1677 – პროფესიით რეჟისორი

ალბათ, ეს ფრაზა არ გეცნობათ, რადგან ის არც რომელიმე ცნობილ რეჟისორს ეკუთვნის და არც რომელიმე ნაცნობ მწერალს, პოეტს. ამ სტატიაში არც ფრაგულ კინოზე ვისაუბრებ და არც ტარკოვსკის, კუბრიკის, ფარაჯანოვისა და სხვების ესთეტიკაზე. ერთი რამ კი შეიძლება ცალსახად ითქვას – მის ფილმებში არის პოეზიაც და რეალურ ცხოვრებაში კინოს ძიებაც, მოკლედ, დიდი გზაა გასავლელი. ახლა საუბარი ერთ ოცი წლის ბიჭზეა, ჩვენთვის ამდენად საყვარელ, რეზო გაბრიაძისეულ იმერეთში დაბადებულ და ფილმებზე შეყვარებულ ბიჭზე, რომელიც თავისი კინოთი ნელ-ნელა ამტკიცებს, რომ  სურვილი ცათმფრენის აგებაზე არც ისე აზრს მოკლებულია, თუ გაქვს შთაგონება და ფრენის სურვილი, ფრენის, ოღონდ წარმოსახვაში.
საქართველოს დამოუკიდებლობა

ქუთაისი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეპოქაში

ქართული პოლიტიკური აზრის განვითარებისა და პოლიტიკური თუ კულტურული იდენტობის შესახებ მსჯელობისას საინტერესოა იმაზე დაკვირვება, თუ რამდენი მნიშვნელოვანი კავშირი და ჯაჭვი იბმება კონკრეტული ადამიანის მხრიდან თვითრეფლექსიის დროს: პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა დაუკავშირო წარმოსახვით ერთობას ადამიანებისა, რომლებიც შენთან ერთად კონკრეტულ დროსა და ეპოქაში არსებობენ და შენნაირ პრობლემებს უმკლავდებიან, იმავე საწუხარით გულანთებულნი ეძებენ გამოსავალსა და ადეკვატურ პასუხს საკუთარ შეკითხვებზე. მას შემდეგ, რაც პიროვნებასა და მის გონებაში ახლად შექმნილ ფენომენთან, ადამიანთა ერთობასთან წარმატებით დამყარდება კავშირი, იწყება მემკვიდრეობის, ისტორიული დროის მსველელობისა და აზრების მუდმივი გადაფასება. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დინამიკაში ადამიანებს ხშირად ეუფლებათ სიახლოვის, მსგავსებისა და ერთობის, უამრავ უცნობ ადამიანთან ერთად ერთ კონკრეტულ ისტორიულ დროსა და წამში დგომის აღქმა.
ქალთა ფემინისტური მოძრაობის საწყისები

ქალთა კლუბი _ ქართული ფემინისტური მოძრაობის ქუთაისური საწყისების მცირე ანალიზი

როგორი იყო პირველი ,,გვირილობა“ ქუთაისში? პირველი ,,გვირილობის“ წარმოდგენისას გონებაში იქარგება ძაფი წარსულისა და ჩვენ თვალწინ მალე გამოისახებიან გიმნაზიელი გოგონები თავიანთი სპეციფიკური ტანისამოსითა და სინატიფით. ახალგაზრდა ქალების მიერ მოკრეფილი გვირილები საფუძვლად დაედება ჩვენს მდიდარ წარმოსახვას და ამ დროს გაცოცხლდება ცხადი მოგონება იმ გიმნაზიელი ქალებისა, რომლებიც ყვავილების გაყიდვით მოგროვებულ ფულს ქველმოქმედებისთვის იყენებდნენ.  განა არის რამე ამ სურათზე უფრო ნაზი და სპეტაკი? ალბათ, ყველა ქუთაისელის გონებაში კიდევ ერთხელ დაიბუდებს იდეა იმის შესახებ, რომ მართლაც, ჯადოსნური ხალხი ვართ. მსგავსი სილაღე, სილამაზე დამსახურებულად ეკუთვნის ჩვენი ქალაქის მეხსიერებას, ასეთი სიცოცხლის ძაფი მხოლოდ ჩვენთან თუ მოატანდა დღევანდელობამდე. უცნაურად ლამაზია ქუთაისი ,,გვირილობისას,“ ამ დროს გრძნობა იმისა, რომ ხარ ნაწილი რაღაც შენზე ბევრად უფრო დიდისა, რაღაც მისტიკურისა, ყოველდღიურობისგან დაცლილისა და აღმატებულისა,  მეტად მძაფრი და ყოვლისმომცველია.
დიოქრონული ადამიანები

დიაქრონიული ადამიანები

ის, რაც თქმამდე მოხდა –  წარსულია, რაც თქმის შემდეგ მოხდება –  მომავალი (თვით ლაპარაკის პროცესის ჩათვლით, სადაც სიტყვა წარმოთქმისთანავე წარსული დროის საკუთრება ხდება).ჩემთვის ერიც ორწევრიან სისტემად მოიაზრება –  ერთი ერთობლიობაა ცოცხლებისა და მკვდრების. თუ ერს მკვდრები არა ჰყავს, ის ჯერ კიდევ არ არის  ერი. თუ ერს არა ჰყავს ცოცხლები, ის უკვე აღარ არის ერი.ერი მარადიულია –  რადგან სამყარო და დრო არსებობს ერისათვის მანამ, სანამ არსებობს მისი ენა. ენის გაქრობასთან ერთად ქრება ამ ენით აგებული სამყარო და, ბუნებრივია, დროც. დრო ხომ სამყაროს ერთ-ერთი ელემენტია, შეიძლება – უმნიშვნელოვანესი, მაგრამ მაინც ერთ-ერთი. ხოლო, თუ მოისპობა დრო, მოისპობა მარადიულობაც, რადგან მარადიულობა გასულ და მოსასვლელ დროთა ჯამია.
არტს პოეტიკა

Ars Poetica

ზოგჯერ ქუთაისზე საუბარი პოეზიის გარეშე უცნაური და არაბუნებრივიც კია. ამიტომ დროა, კარმელის მსგავსად, ჩვენც წამოვიღოთ „ელენეს ხსოვნა იმერეთისკენ“. როგორც წესი, ამ დროს პირველად მაინც „ცისფერყანწელები“ გაგვახსენდება, მათ შორის კი პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე, ისინი, ვინც ხან ანანურთან ელოდებოდნენ თამუნია წერეთელს (ტიციან ტაბიძე – „ანანურთან“), ხან დედას ღვთისმშობელთან უშვებდნენ, ამ უკანასკნელს მისთვის შვილის სახელზე ლოცვა რომ ესწავლებინა (პაოლო იაშვილი – „წერილი დედას“). ცოტა მათ მიღმაც, სიმბოლისტი პოეტების გაერთიანების სხვა წევრებზეც უნდა ვისაუბროთ, ისინიც ვახსენოთ, ვისაც არც ისე უსამართლოდ ვუწოდებდით „ორდენის დაკარგულ ბიჭებს“.
ნიკო ნიკოლაძე

ცხოვრება და მოღვაწეობა დიდი ქართველისა და ქუთათურისა ნიკო ნიკოლაძისა

დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე, მოაზროვნე, პუბლიცისტი, ,,ევროპული მნიშვნელობის (და მნიშვნელობით) პირველი ქართველი ჟურნალისტი ნიკო ნიკოლაძე გახლდათ მრავალმხრივი პოლიტიკური და პრაქტიკოსი მოღვაწე. შესანიშნავი ფინანსისტი, ეკონომისტი, იურისტი. ინოვატორი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ტყუილად არ უწოდა მას არჩილ ჯორჯაძემ ,,ულმობელი საქმის კაცი“.     ,,ნიკო    ნიკოლაძის     გონიერებისა,    მიხვედრილობისა  და  ყველასაგან   ცნობილის   ნიჭიერების   დიდი  პატივისმცემელი   ვარ“ – ამბობდა მასზე ასევე დიდი ქართველი ილია ჭავჭავაძე. გერმანელი  ქართველოლოგი    არტურ   ლაისტი  კი  ასე ახასიათებდა: „იმ  ადამიანთა შორის, რომელთა   გავლენა  საქართველოზე ვრცელდებოდა ეჭვს გარეშეა, რომ ყველაზე უნიჭიერესი ნიკო ნიკოლაძე იყო„.  ხოლო, ცნობილი ქართველი პოლიტიკოსისა და კრიტიკოსის, გერონტი ქიქოძის  თქმით: ,,ნიკო ნიკოლაძე დიდად მნიშვნელოვანი და კოლორიტული ფიგურაა სამოციანი წლების მოღვაწეთა შორის. ესაა სრულიად ახალი ტიპის ინტელიგენტი, ევროპული დემოკრატიული აზროვნების  ერთ-ერთი პირველი მედროშე საქართველოში“.
ვაჟა ფშაველა ჭიათურა

ვაჟა ფშაველა ჭიათურაში

გასულმა საუკუნემ  მრავალი საინტერესო ტრადიციით დაგვამახსოვრა თავი მაგრამ, ერთ-ერთ საუკეთესო ტრადიციად შეიძლება მივიჩნიოთ მწერლების შეხვედრა მკითხველთან და საკუთარი შემოქმედების თავადვე წარდგენა. ძველმა პერიოდულმა პრესამ და თანამედროვეთა მოგონებებმა 1913 წელს  დიდი ქართველი მწერლის, ვაჟა ფშაველას დასავლეთ საქართველოში მოგზაურობის საინტერესო დეტალები შემოინახა. ვაჟას გენიალურ შემოქმედებაზე უამრავი დაწერილა და კიდევ დაიწერება, მე მინდა თვითონ მოგონებებში შემორჩენილ საინტერესო ეპიზოდებზე შევაჩერო თქვენი ყურადღება.
საბაგირო

საჰაერო  გზა  რიონის თავზე

1961 წლის  29 მაისი. უამრავი ქუთაისელი შეკრებილა  რიონის მარცხენა ნაპირას, ალექსანდრე წულუკიძის სახელობის  სკვერში –  ახლადნაგები   ბაქნის  მიმდებარედ. ყველა ზემოთ  იცქირება, მძლავრად გაჭიმული ბაგირისაკენ, რომლის მეორე ბოლო კულტურისა და დასვენების პარკში აღმართული  მეორე  სადგურისაკენ მიემართება. სულ  ცოტაც და… მოხდება  ქალაქის  უახლოესი  ისტორიისათვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი: ამ ბაგირის მეშვეობით, სადგურებიდან  ერთმანეთის საპირისპიროდ დაიძვრება   ხალხით  სავსე  ორი  ვაგონეტი და  საჰაერო გზით გადაუვლ-გადმოუვლის  რიონის ფართოდ გაშლილ  კალაპოტს.
ფეხბურთი ქუთაისი

ფეხბურთი და ქუთაისი: ადგილობრივი და გლობალური დამოკიდებულებების სოციოლოგიური ანალიზი

2024 წლის 26 ივნისს არამხოლოდ ქართული, არამედ ევროპული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი მოვლენა სამუდამოდ გახდა კოლექტიური თუ ინდივიდუალური მეხსიერების განუყოფელი ნაწილი. მარტივი წინადადება, რომელიც ოფიციოზის ენით აღწერს იმას, თუ როგორ მოახერხა საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა, სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებული თავგადასავლისა და ისტორიის დასაწყისი თუ დასასრული, დიდი ამბის განმსაზღვრელი, მოზაიკის ის ნაწილი გახდა, რომელიც მთელს სურათს ასე ოსტატურად ჰკრავს და სრულყოფს.
Sakutaiso საქუთაისო

 ოდისეა: საქუთაისო

საინტერესო თავგადასავლები მოულოდნელად იწყება. ამისთვის სულაც არაა საჭირო, ათი წელი ომიდან დაბრუნებულმა „ზღვის გულზე” იხეტიალო, ოლიმპოზე მცხოვრები ღმერთები გამოგეცხადონ, „შავეთის აჩრდილებს“ შეხვდე, ისეთი ხალხი ნახო, ღმერთებსა და ადამიანებს შორის რომ არიან, მათი ხასიათი შეისწავლო, საკუთარი თავიც ბევრნაირად, სხვადასხვა სიტუაციაში გამოსცადო და ბოლოს მიხვიდე სახლში, იქ, სადაც გელოდებიან.  საინტერესო ამბებს დასაწყისიც მოულოდნელი აქვს. ხოდა, ჩვენც ასე გადავწყვიტეთ თეთრი ქვების ქალაქში, ქუთაისში მოგზაურობა!.. თითქოს რა, წიგნის ერთი არაჩვეულებრივი თავია, რომელიც რომელიმე გვერდზე აუცილებლად დასრულდება, როგორც ყველა ასეთი ტექსტი, მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ ვირტუალურ რეალობაში აღმოვჩნდებით და ქუთაისის მონახულებას ნებისმიერი ადგილიდან, ჩვენივე მობილური ტელეფონით შემოგვთავაზებენ? ასეთი მოგზაურობის შეიძლება, ოდისევსსაც შეშურდეს.