კულტურა! – სტატიების არქივი

bulvari

ქუთაისის 175 წლის „პარლამენტი“

მრავალი წლის წინათ დიდმა ქართველმა პოეტმა, პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ აკაკი წერეთელმა, თავისი ოთხკუთხა ფორმით, იმერულ ხაჭაპურს (“ხაჭოპურს”) შეადარა ქუთაისის ბულვარი, ხოლო „ბაღისკიდეზე“ გაჩაღებული მუდმივი საზოგადოებრივ -პოლიტიკური ვნებათაღელვისა და მძაფრი დებატების გამო, მას დღემდე შეუცვლელი სახელი – „ქუთაისის პარლამენტი“ უწოდა.
kolkhida

XX საუკუნის დასაწყისის ქუთაისის საგაზეთო ქრონიკაში გაჩერებული დრო

ბიბლიოთეკები გაჩერებული დროის საცავებია, დროის, რომელიც მხოლოდ მაშინ ცოცხლდება და იწყებს არსებობას, როდესაც მას ეხები. გადმოიღებ წიგნს და თითქოს დაჟანგული კბილანები ამოძრავდება და წარსულში დატოვებულ დღეებსა და საათებს დაატრიალებს.
წყალტუბო – კურორტი  „კუპცისის ეფექტით“

წყალტუბო – კურორტი  „კუპცისის ეფექტით“

ქალაქების შექმნას ყოველთვის თან ახლავს დაარსების ლეგენდა, თქმულება ან მითი. ამ ქალაქის შესახებ ტყუილ-მართალში ჩაკარგული ბევრი ამბავია ცნობილი. ერთ-ერთის თანახმად იმერეთში  ულამაზესი კურორტი  წყალტუბო,  თურმე ოდესღაც ვინმე მწყემსს აღმოუჩენია,  ამ ადგილებში მოხეტიალეს მიწიდან ამოსული თბილი წყალი შეუნიშნავს, სიარულისგან  დაღლილს ფეხები მიუშვერია  რის შემდეგაც შვება უგრძნია და სხვებისთვისაც გაუნდვია თბილი წყლის სასწაულმოქმედი ძალა. მეორე ამბად, აზნაური იოსელიანები ისაკუთრებდნენ წყლის აღმოჩენას,  სხვა თქმულებებით ძველი მონადირენი იჩემებდნენ თბილი წყლით ნადირთა  ჭრილობის განკურნების შესწრებას. 
foto

ქუთაისური ფოტო – მატიანე

      ,,ცხოვრებისათვის ქეჩოში ხელის ჩავლება“- ასე უწოდა ფოტოგრაფიას XX ს-ის დასაწყისის დოკუმენტალისტმა ძიგა ვეტროვმა. რთულია უფრო ზუსტი შედარების მოძიება. საქართველომდე  ევროპაში  მიმდინარე კულტურული მიღწევები დაუყოვნებლივ აღწევდა, რისი მიზეზიც პირველყოვლისა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა იყო. ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მყოფი ქვეყანა იმთავითვე ხდებოდა ყველა სიახლის თანაზიარი.  XIX საუკუნეში  მიუხედავად  ურთულესი პოლიტიკური სიტუაციისა სამეცნიერო, ტექნიკური, თუ კულტურული სიახლეები უკვე რუსეთის გავლით ხვდებოდა ჩვენამდე.
ქუთაისი – მუზების სამჭედლო

ქუთაისი – მუზების სამჭედლო

ქუთაისის ცენტრალური ბაღი, დაჩრდილული ხეივანი, ხეივნის ორივე მხარეს ყვავილნარი და ხშირფოთლოვანი ხეების საუცხოო საჩრდილობელი; მწვანე […]
Meskhisvili Theater

მესხიშვილის თეატრის ულამაზესი შენობა – არქიტექტორ შავიშვილის პროექტი

ავტორი: ნანული ცხვედიანი ვინც ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოხვდება, ან შორიახლოს  ჩაუვლის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო  […]
პიკასოს ბიჭი

პიკასოს ბიჭი  თეთრი ხიდის მოაჯირზე

ეპიზოდი  ელდარ შენგელაიას ფილმიდან „არაჩვეულებრივი გამოფენა“(1968. სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძე):  მსახიობი შავლეგი და მხატვარი აგული (როლებში – დოდო აბაშიძე და გურამ ლორთქიფანიძე) მეგობრული  ბაასით მოუყვებიან თეთრ ხიდს. შავლეგი ქალაქში ცნობილი  კაცია, ესალმებიან, ისიც ქუდის მოხდით, დარბაისლურად  პასუხობს. აგული ერისთავს კი მზერა წინ გაექცევა და… – შავლეგ, აი, რა უნდა გაკეთდეს ჩემი ქვისაგან!..- წამოიძახებს უცებ,- ეს არის ცხოვრების  აპოგეეა!
სათაფლიაზავრუსი, ანუ პეტრე ჭაბუკიანის სამი აღმოჩენა

სათაფლიაზავრუსი, ანუ პეტრე ჭაბუკიანის სამი აღმოჩენა

გეოგრაფიის მასწავლებელმა იცოდა, როგორ მოეძებნა გასაღები ბავშვის გონებისთვის. მოსწავლეები თეთრამიწაზე აიყვანა. გრძნობდა, რომ საინტერესო ექსკურსია უფრო გაუხსნიდა გონებას მოსწავლეებს, ვიდრე სკოლის კედლებში საათობით „ჩიჩინი“. გორაკის წვერიდან (სწორედ იქედან სადაც დღეს უახლესი ტექნოლოგიებით აგებული გადმოსახედია) საოცარი სანახაობა გადაიშალა. კოლხეთის დაბლობი, ბაგრატის ტაძარი, უქიმერიონის გორა და ძველი ქალაქის შუაში მოლაპლაპე რიონი თეთრი ქვებით. პეტრე მასწავლებელი საუბრობდა ზოგადად ყველაფერზე, გელათის საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე, დავით აღმაშენებლის ღირსებებზე, მოზაიკურ მხატვრობაზე, ოპიზრებსა და ხახულის ხატზე.
წიგნის ქალაქი

წიგნის ქალაქი

„ქუთაისმა გვიჩვენა წიგნის კულტურა. „მეოცნებე ნიამორებისა“ და „კირჩხიბის“ ყოველ გამოცემას ამჩნევია ოსტატის ხელი…“ – ასე შეაფასა  საუკუნის წინათ რიონისპირა ქალაქში გამოცემული წიგნების დონე  ცისფერყანწელთა ლიტერატურული დაჯგუფების  პირუთვნელმა მემატიანემ  შალვა აფხაიძემ.
ფრანციას-პანო

“ფრანციას პანო”

მონუმენტური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუში – დიდი კერამიკული პანო „კოლხეთი“, რომელიც 1995 წლიდან ამშვენებს ქუთაისის ცენტრს და თანაქალაქელები სიყვარულით მოიხსენიებენ, როგორც „ფრანციას პანოს“, ცნობილი მხატვრის ბერნარდ (ფრანც) ნებიერიძის (1939 -1987) ერთ-ერთი ბოლო ნაშრომია; შეიძლება ითქვას, განსაკუთრებულად გამორჩეულიც – როგორც ჟანრობრივად, ასევე – მასშტაბურობით.