კულტურა! – სტატიების არქივი

otskeli

ოცხელის ქალაქი

ნამდვილ სცენაზე არტისტობა რთული საქმეა. მით უფრო მაშინ, როცა არც ქვეყანაა დასამალი და არც ქალაქი, რომელმაც მხატვრობის რთულ, მაგრამ საინტერესო ისტორიას მნიშვნელოვანი სახელები დაუტოვა. ამჯერად მიზანი, ერთი მხრივ, მეოცე საუკუნის ქუთაისში დაბადებული მხატვრების ნაწილის შემოქმედების გახსენება, მეორე მხრივ კი ოცხელის ქალაქში მცხოვრები თანამედროვე მხატვრების შემოქმედების განხილვაა. ეს ან შექმნის, ან უარყოფს კონტრასტს მათ შორის. ოცხელის ხსენება შემთხვევითი არაა, რადგან ის შეიძლება ერთ-ერთ მთავარ „წინაპრად“, „გზის გამკვლევად“ ჩავთვალოთ. გარესამყაროსადმი პოეტური მიმართება და გამოსახული ობიექტებისადმი დრამატული დამოკიდებულება (როგორც ქეთევან კინწურაშვილი წერს) მის მხატვრობაზე იმდენად აისახა, რომ ერთგვარ გამოხატვის ფორმად დამკვიდრდა და დღემდე შემორჩა. შემდეგ იყვნენ „ორმოცდაათიანელები“, რომლებიც შეგვიძლია, პეტრე ოცხელის იდეებისა და ხედვების „გამზიარებლებად“ ჩავთვალოთ.
valiko

ვალიკო მიზანდარი –  გაბრიაძის მუზა და საყვარელი მასწავლებელი 

„ვალიკო მიზანდარს რომ იტყვიან, ასოციაციით მახსენდება ზამთრის საღამო, თუნუქის ღუმელი, სველი კვინცხის შიშინი; მიქელანჯელოს „დავითის“ თავი, ქუთაისელთა პორტრეტები – ზოგი თიხაში, ზოგი – ქვაში, თაბაშირში და ზოგიც – დაუმთავრებელი…და გაუთავებელი ტკბილი ამბების კრიალოსანი, სადაც ერთმანეთში ჯადოქრულად არეულია ჩვენი ქალაქის უბრალო ადამიანები, პარიზის მონმარტრის ბოჰემა, ალექსანდრე მაკედონელის თავგადასავალი, მეკუჭნავე ხარიტონას (ნათელი დაადგეს!) ოინები, როდენის ღიმილი, სამონადირეო ფათერაკები კოპიტნარში, ადამიანის პროპორციები და ყოველივე ეს, იმერული ვარდისფერი თხელი მაცდური ღვინის თანხლებით, ახლაც ნელა იღვრება მოგონებებში, ტკბილ ტკივილს აყენებს ჩემს გულს თავის განუმეორებლობით და გარდაცვლილი წუთების არმოუსვლელობით…“
კომუნიკაცია

კომუნიკაციის ქუთაისური ფორმა – მცირე სოციოლინგვისტური ანალიზი

ლინგვისტური ეთნოგრაფია საკმაოდ ფართო ცნებაა. ის გულისხმობს კონკრეტული საზოგადოებისა და ჯგუფის ენობრივი თავისებურებებისა და კომუნიკაციის კვლევისას როგორც ლინგვისტური, ისე ეთნოგრაფიული მიდგომების გამოყენებას. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანებს ენობრივი რეპერტუარის უდიდესი დიაპაზონი გააჩნიათ, მათ კონკრეტული ლინგვისტური სიმბოლოების ამოღება, ჩანაცვლება, ახალი მნიშვნელობებით გამდიდრება, განსხვავებულ კონტექსტებში გამოყენება და მათთვის ფორმისა თუ შინაარსის შეცვლაც კი შეუძლიათ. სწორედ ეს მოვლენა განაპირობებს იმას, რომ ზემოთ ხსენებული მრავალფეროვნება შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში დიალექტის ჩამოყალიბებით, კონკრეტული გრამატიკული ფორმების დამკვიდრებითა თუ ნაცვალსახელების თავისებურებებით გამოიხატოს.
გალაკტიონი

გალაკტიონის ნატერფალები

1910 წლის ადრიანი გაზაფხულია ფარცხნალში… საწვეულო სამოსში გამოწყობილი მიდამო ვიღაცას ელოდა… „ის“ კი იმ წუთებში საკუთარ წარმოსახვაში ჯერ კიდევ უხილავ ფარცხნალის ბუნებას აცოცხლებდა ჩვეულ ჰანგზე: „მალე ფერგადაშლილი ამწვანდება ტყე-ველი, გაიშლება ყვავილი, სურნელების მფრქვეველი; გაცოცხლდება დაფნარი, მთის მწვერვალი, ტყის პირი და დაივლის ნარნარი გაზაფხულის ზეფირი.“ ყოველივე ამას წინ უჩვეულო ამბები უძღოდა:
kakabadze

დავით კაკაბაძის სახელობის გალერეა

რა თქმა უნდა, ქალაქის ცენტრში –  რუსთაველის პროსპექტის 8 ნომერში, დავით კაკაბაძის სახელობის  სახვითი ხელოვნების გალერეის მუდმივმოქმედ  ექსპოზიციაში, ან ფონდსაცავებში.   სიმბოლური დამთხვევის შესახებაც   ვთქვათ: გალერეის  მოპირდაპირე მხარეს  რომ პირველი საჯარო სკოლის შენობაა – ყოფილი კლასიკური გიმნაზიისა, აქ  1851-იდან მრავალი წლის განმავლობაში, ხატვასა და სუფთა წერას  ასწავლიდა ქართული რეალისტური ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პირველი დიპლომირებული ქართველი მხატვარი – პორტრეტისტი, რეპინის მეგობარი და თანაკურსელი  გიორგი მაისურაძე (აკაკის, ნიკო ნიკოლაძის, ნიკო მარის, ბესარიონ ღოღობერიძის და სხვა გამოჩენილ ადამიანთა ხატვის მასწავლებელი).
,,ქუთაისის ტალღა“: ახალგაზრდული მოძრაობისა და სუბკულტურის სოციოლოგიური ანალიზი. 

,,ქუთაისის ტალღა“: ახალგაზრდული მოძრაობისა და სუბკულტურის სოციოლოგიური ანალიზი. 

1990-იან წლებში დამოუკიდებელ საქართველოში უდიდესი სოციალური და პოლიტიკური კრიზისი იწყება. პოსტსაბჭოთა ერაში საკუთარი ადგილის პოვნა, სოციალურ კონფლიქტებთან, უმუშევრობასთან და კრიმინალის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებთან გამკლავება ძალიან რთული და მტკივნეული პროცესი იქნებოდა ქვეყნისთვის. სწორედ მსგავსი ისტორიული კონტექსტის თანადროულად იბადებოდა და ვითარდებოდა ,,ქუთაისის ტალღა“, რომლის შეფასებისასაც ადამიანების აზრი ერთგვაროვანი სულაც არ არის. ერთ-ერთი შეხედულების თანახმად, ,,ქუთაისის ტალღა“ გახლდათ პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისუფლებისთვისა და ინდივიდუალიზმისათვის ბრძოლის პროცესში წარმოქმნილი იდენტობის კრიზისის, უიმედობისა თუ სოციალური პროტესტის გამოძახილი.
kneina

კნეინა ელისაბედი

ავტორი: მარიამ გოგობერიშვილი აღმოჩენა  რამდენიმე დღე, ეს სახელი, ეს ულამაზო, მაგრამ თავისებურად „ქარიზმატული“ ქალი მიტრიალებს […]
mebuke

„Livin’ In The Mirror, ანუ პანკი ქუთაისურად“

თუ მარკესს ვენდობით, იმისთვის უნდა ვიცხოვროთ, რომ მოვყვეთ. ამბავი ბევრია, მოსაყოლიც, მაგრამ ახლა „სხვა“ თაობის მამებსა და შვილებზე (ივან ტურგენევი და ილია ჭავჭავაძე არაფერ შუაშია) ვისაუბროთ,  უფრო ზუსტად კი იმაზე, რასაც „ქუთაისურმა ტალღამ“ გადაუარა. პარადოქსულია, მაგრამ ეს ტალღა ერთდროულად მშვიდიცაა და ხმაურიანიც.  თხრობაში მოვლენათა ინტერპრეტაცია მარტივია, ამიტომ სამართლიანი იქნება, აღვნიშნო: ჩემი თაობა ამ ამბის უშუალო მონაწილე არ ყოფილა. სარკის მიღმა დავდგები და დანარჩენს ასე მოგითხრობთ.
meoba

მეობა –  ოთარ სულაბერიძე

ჩვენს დირიჟაბლში  (ასე ეძახდა ჭავჭავაძის პროსპექტზე გაწოლილ ბინას) ასზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა. ათიოდე მეტრის სიგანის ეზოში აისიდან დაისამდე წვრილფეხობის ჟივილ-ხივილი იდგა. მათ ჟრიამულს აეროდრომისკენ დასაჯდომად წასული თვითმფრინავის ხმაც ვერ წყვეტდა, მხოლოდ ერთხელ (თანაც ყოველ დღე არა), საღამოხანს ისადგურებდა საოცარი სიჩუმე, როცა თავის სამყაროში ჩაყვინთული ყველა ბავშვი შეშდებოდა – „მეობა მოდის!..“ – გარინდული შევჩერებოდით მეზღვაურული რწევით მომავალ ახოვან, ულამაზეს ვაჟკაცს, რომელიც ენითუთქმელ ღიმილს ურიგებდა დიდსა და პატარას.
isidore

ვერა წერეთელი და ისიდორე ვარაზაშვილი

ჭიათურიდან მიმავალი, მას შემდეგ რაც ,,დევის ნამუხლს“ გაივლი, სვერის ციხესა და ,,კოტიას მღვიმესაც” უკან მოიტოვებთ, მიადგებით  სოფელ ცხრუკვეთს, სადაც ძველ სასაფლაოზე,  წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის ქვეშ,  მცენარეებში ჩაკარგული აკლდამა, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. აკლდამა ვერა ვარაზაშვილის ეკუთვნის, რასაც წარწერაც მოწმობს. სამუდამო ძვალთშესალაგი  ისიდორე ვარაზაშვილმა უზომო სიყვარულისა და მწუხარების   ნიშნად აუგო ძვირფას მეუღლეს.                 ,,ჩემო სიცოცხლე, ჩემო ვერიკო….შენით ვცოცხლობ და შენით შევხარი წუთისოფელს, ადვილად ვიტან ყოველ გაჭირვებას იმ იმედით, რომ შენ და ჩემი ბავშვები კარგად მეყოლებით. ეს გახსოვდეს ჩემო იმედო“.