კულტურა! – სტატიების არქივი

meoba

მეობა –  ოთარ სულაბერიძე

ჩვენს დირიჟაბლში  (ასე ეძახდა ჭავჭავაძის პროსპექტზე გაწოლილ ბინას) ასზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა. ათიოდე მეტრის სიგანის ეზოში აისიდან დაისამდე წვრილფეხობის ჟივილ-ხივილი იდგა. მათ ჟრიამულს აეროდრომისკენ დასაჯდომად წასული თვითმფრინავის ხმაც ვერ წყვეტდა, მხოლოდ ერთხელ (თანაც ყოველ დღე არა), საღამოხანს ისადგურებდა საოცარი სიჩუმე, როცა თავის სამყაროში ჩაყვინთული ყველა ბავშვი შეშდებოდა – „მეობა მოდის!..“ – გარინდული შევჩერებოდით მეზღვაურული რწევით მომავალ ახოვან, ულამაზეს ვაჟკაცს, რომელიც ენითუთქმელ ღიმილს ურიგებდა დიდსა და პატარას.
isidore

ვერა წერეთელი და ისიდორე ვარაზაშვილი

ჭიათურიდან მიმავალი, მას შემდეგ რაც ,,დევის ნამუხლს“ გაივლი, სვერის ციხესა და ,,კოტიას მღვიმესაც” უკან მოიტოვებთ, მიადგებით  სოფელ ცხრუკვეთს, სადაც ძველ სასაფლაოზე,  წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის ქვეშ,  მცენარეებში ჩაკარგული აკლდამა, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. აკლდამა ვერა ვარაზაშვილის ეკუთვნის, რასაც წარწერაც მოწმობს. სამუდამო ძვალთშესალაგი  ისიდორე ვარაზაშვილმა უზომო სიყვარულისა და მწუხარების   ნიშნად აუგო ძვირფას მეუღლეს.                 ,,ჩემო სიცოცხლე, ჩემო ვერიკო….შენით ვცოცხლობ და შენით შევხარი წუთისოფელს, ადვილად ვიტან ყოველ გაჭირვებას იმ იმედით, რომ შენ და ჩემი ბავშვები კარგად მეყოლებით. ეს გახსოვდეს ჩემო იმედო“.   
vakhani

ვახანის  ციხე

ხარაგაულის და მისი მცხოვრებლების ისტორიული ფესვები უხსოვარი დროიდან მოდის. მის ტერიტორიაზე ადამიანი ბინადრობდა ადრეულ და ზედა პალეოლითის ხანაში და აღმოჩენილია უძველესი არქეოლოგიური ნაშთები.  მთელ მუნიციპალიტეტში უხვადაა მიმოფანტული ისტორიული ძეგლები – ეკლესია-მონასტრები, ციხე-კოშკები, საფორტიფიკაციო ნაგებობები.
მიწისქვეშა ქუთაისი

მიწისქვეშა ქუთაისი

ძველად ქუთათური ქალბატონი თუ მოგაძახებდა ”შენ ჩავარდი წკვარამშიო“, ცოცხლად უნდა წარმოგედგინა, რომ, საცაა, ფეხქვეშ მიწა უნდა გაგსკდომოდა და უკუნ სიბნელეში შთანთქმულიყავი. “წკვარამი“, ჩემო ბატონო, ჩვენებური, ქვემოიმერული გამოთქმაა, რომელიც კარსტულ ძაბრსა და ჭას შეესაბამება, ვუკოლ ბერიძის „სიტყვის კონაში“ უფსკრულის, ქვესკნელის სინონიმადაა განმარტებული.
bulvari

ქუთაისის 175 წლის „პარლამენტი“

მრავალი წლის წინათ დიდმა ქართველმა პოეტმა, პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ აკაკი წერეთელმა, თავისი ოთხკუთხა ფორმით, იმერულ ხაჭაპურს (“ხაჭოპურს”) შეადარა ქუთაისის ბულვარი, ხოლო „ბაღისკიდეზე“ გაჩაღებული მუდმივი საზოგადოებრივ -პოლიტიკური ვნებათაღელვისა და მძაფრი დებატების გამო, მას დღემდე შეუცვლელი სახელი – „ქუთაისის პარლამენტი“ უწოდა.
kolkhida

XX საუკუნის დასაწყისის ქუთაისის საგაზეთო ქრონიკაში გაჩერებული დრო

ბიბლიოთეკები გაჩერებული დროის საცავებია, დროის, რომელიც მხოლოდ მაშინ ცოცხლდება და იწყებს არსებობას, როდესაც მას ეხები. გადმოიღებ წიგნს და თითქოს დაჟანგული კბილანები ამოძრავდება და წარსულში დატოვებულ დღეებსა და საათებს დაატრიალებს.
წყალტუბო – კურორტი  „კუპცისის ეფექტით“

წყალტუბო – კურორტი  „კუპცისის ეფექტით“

ქალაქების შექმნას ყოველთვის თან ახლავს დაარსების ლეგენდა, თქმულება ან მითი. ამ ქალაქის შესახებ ტყუილ-მართალში ჩაკარგული ბევრი ამბავია ცნობილი. ერთ-ერთის თანახმად იმერეთში  ულამაზესი კურორტი  წყალტუბო,  თურმე ოდესღაც ვინმე მწყემსს აღმოუჩენია,  ამ ადგილებში მოხეტიალეს მიწიდან ამოსული თბილი წყალი შეუნიშნავს, სიარულისგან  დაღლილს ფეხები მიუშვერია  რის შემდეგაც შვება უგრძნია და სხვებისთვისაც გაუნდვია თბილი წყლის სასწაულმოქმედი ძალა. მეორე ამბად, აზნაური იოსელიანები ისაკუთრებდნენ წყლის აღმოჩენას,  სხვა თქმულებებით ძველი მონადირენი იჩემებდნენ თბილი წყლით ნადირთა  ჭრილობის განკურნების შესწრებას. 
foto

ქუთაისური ფოტო – მატიანე

      ,,ცხოვრებისათვის ქეჩოში ხელის ჩავლება“- ასე უწოდა ფოტოგრაფიას XX ს-ის დასაწყისის დოკუმენტალისტმა ძიგა ვეტროვმა. რთულია უფრო ზუსტი შედარების მოძიება. საქართველომდე  ევროპაში  მიმდინარე კულტურული მიღწევები დაუყოვნებლივ აღწევდა, რისი მიზეზიც პირველყოვლისა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა იყო. ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მყოფი ქვეყანა იმთავითვე ხდებოდა ყველა სიახლის თანაზიარი.  XIX საუკუნეში  მიუხედავად  ურთულესი პოლიტიკური სიტუაციისა სამეცნიერო, ტექნიკური, თუ კულტურული სიახლეები უკვე რუსეთის გავლით ხვდებოდა ჩვენამდე.
ქუთაისი – მუზების სამჭედლო

ქუთაისი – მუზების სამჭედლო

ქუთაისის ცენტრალური ბაღი, დაჩრდილული ხეივანი, ხეივნის ორივე მხარეს ყვავილნარი და ხშირფოთლოვანი ხეების საუცხოო საჩრდილობელი; მწვანე […]
Meskhisvili Theater

მესხიშვილის თეატრის ულამაზესი შენობა – არქიტექტორ შავიშვილის პროექტი

ავტორი: ნანული ცხვედიანი ვინც ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოხვდება, ან შორიახლოს  ჩაუვლის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო  […]