კულტურა! – სტატიების არქივი

გოგიტა ფაღავა – დამფუძნებელი კრების 29 წლის ქუთაისელი დეპუტატი

გოგიტა ფაღავა – დამფუძნებელი კრების 29 წლის ქუთაისელი დეპუტატი

ავტორი: მარიამ მებუკე   საქართველოს ისტორიაში პირველი რესპუბლიკის იდეისა და მნიშვნელობის გადააზრება, შეიძლება ითქვას, საკმაოდ […]

დროთა გვირაბში – გზა ბონდის მღვიმიდან ცივილიზაციამდე

დროთა გვირაბში – გზა ბონდის მღვიმიდან ცივილიზაციამდე

ზემო იმერეთი, კერძოდ კი ჭიათურის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ რაიონს, სადაც ათასწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული კულტურული ფენები სრულად ასახავს ადამიანის განვითარების უწყვეტ დინამიკას. ჭიათურაში, ბუნებრივად შემოსაზღვრული კანიონები და მღვიმეებით გაჯერებული კლდოვანი ლანდშაფტი ქმნის უნიკალურ გარემოს, რომელშიც დაცულია ძველი ქვის ხანის, ნეოლითის, ენეოლითის და ბრინჯაოს ხანის მატერიალური კულტურის მტკიცებულებები. ჭიათურის მღვიმეებში სიცოცხლე ყოველთვის იყო. აქ მცხოვრები ადამიანები იცავდნენ თავს მტაცებელი ცხოველებისგან, ქსოვდნენ და მარტივი წესით ღებავდნენ ძაფს, ამუშავებდნენ ქვას, ამზადებდნენ პრიმიტიულ იარაღებს და მემკვიდრეობად გვიტოვებდნენ ისტორიას, რომელიც ჯერ კიდევ იკითხება მიწის ქვეშ. ამ დაუჯერებელ ქრონიკაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მრავალსაუკუნოვან ქვათა შრეებს მიღმა, ბუნების ხელუხლებელ წიაღში, ჩაბნელებულ და ქარებისგან დაცულ სივრცეში ჩაფლული…

,,ცისფერყანწელთა“ – ანი და ჰოე

,,ცისფერყანწელთა“ – ანი და ჰოე

ზუსტად ასი წლის წინ, ქუთაისში, საქართველოს ამ უძველეს ქალაქში, შეიქმნა ახალგაზრდა სიმბოლისტების გაერთიანება, რომელსაც ეწოდა უცნაური სახელი – ,,ცისფერი ყანწები“. ცისფერი, რომანტიზმისა და სიმბოლიზმის ემბლემაა, რომელიც პირველად ნოვალისის ოცნებაში გამოჩნდა. ,,რომანტიკოსები ეძებდნენ ცისფერ ყვავილს, რომელიც ისეთივე მისტიკური იყო, როგორც შუა საუკუნეების ქრისტიან რაინდთა გრაალის თასი. შემდეგ სიმბოლისტებმა აიტაცეს ცისფერი, როგორც შორეთის, უსაზღვროსა და იდუმალის ანუ მიღმული სამყაროს – სულთა საუფლოს ნიშანი, რაც ყოფით ენაზე სიკვდილს ნიშნავს. ცისფერ ჩიტს – ბედნიერების სიმბოლოს ეძებენ სიმბოლისტ მორის მეტერლინკის შეშის მჭრელი ბავშვები – და-ძმა ტილტილი და მიტილი“. მეტერლინკის ეს ცნობილი პიესა რუსულად არასწორად ,,ლურჯ ფრინველად“ ითარგმნა. ახალგაზრდა პოეტებმა ქუთაისში ჩამოყალიბებულ თავიანთ საძმოს ევროპული ცისფერის…

სარკინიგზო არქიტექტურა

სარკინიგზო არქიტექტურა

მე-19 საუკუნეში ჭიათურაში მანგანუმის მადნის აღმოჩენამ დიდი გავლენა იქონია იმერეთის რეგიონის განვითარებაზე, ბიძგი მისცა საქართველოში ახალი სატრანსპორტო კავშირებისა და სამრეწველო დარგების შექმნას. წარმოების სწრაფ განვითარებას ბუნებრივად მოჰყვა ინდუსტრიული კულტურის შექმნა. ,,ინდუსტრიული მემკვიდრეობის მნიშვნელობა საერთაშორისო დონეზე ფართოდ არის გააზრებული. მათი კვლევა, მოვლა-პატრონობა, ადაპტაცია და კონსერვაცია არაერთი ქვეყნის კულტურული ცხოვრებისა და კვლევითი საქმიანობის პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ღრმად და საფუძვლიანად არის შესწავლილი სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობა ჯერაც პროფესიული ინტერესის მიღმა რჩება.“ სამწუხაროდ, არქიტექტურული თუ საინჟინრო შენობა-ნაგებობები, რომლებიც XIX-XX საუკუნეების საქართველოში ინდუსტრიული დანიშნულებით იქმნებოდა, დღემდე შეუფასებელია და სისტემური შესწავლის საგანს არ წარმოადგენს.

ქუთაისური იუმორი

ქუთაისური იუმორი

საქვეყნოდ ცნობილი ქუთაისური იუმორის ეპიცენტრად ოდითგან ითვლება ქალაქის ისტორიული ბულვარი და მისი „ბაღისკიდე“, თუმცა, სახელდახელო მარგალიტები ყველა უბანში, ქუჩაზე და ოჯახში შეიძლება გაჩნდეს. უძველეს ბულვარს დღემდე ახსოვს კლასიკად ქცეული – აკაკისა და მისი თანამედროვეების სხარტულა გამონათქვამები, ფრთიანი სიტყვა-ოხუნჯობანი; ახსოვს თაგუნას (შარაშიძის), სერგია ერისთავის, გიორგი შარვაშიძის, კონსტანტინე (კოწია) ერისთავის, კიტა აბაშიძის, პიპინია მიქელაძის, ბესარიონ ლორთქიფანიძის, პილა იოსელიანის, კოწო ადანაიასა და სხვათა განუმეორებელი მახვილსიტყვაობა.

ფოტო-ქუთაისი, დავით მხეიძე, გალაკტიონი და სხვა

ფოტო-ქუთაისი, დავით მხეიძე, გალაკტიონი და სხვა

გამომსახველობითი ხელოვნება, იქნება ეს თეატრი, კინო, მხატვრობა, ფოტოგრაფია ყოველთვის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენდა და ეს ინტერესი იცვლებოდა და მძაფრდებოდა ეპოქების მიხედვით. კადრის დაფქსირების და შეჩერების სურვილი და მცდელობა ყოველთვის ჰქონდა ადამიანს – გამოსახულების გადასატანად კამერა ობსკურას, ხომ ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში იყენებდნენ. პირველი ფოტოც „ფანჯრიდან ხედი ლე გრასეში“ 1826-27 წლებში დააფიქსირა ჯოზეფ ნისეფორ ნიეპსმა და ბოლოს ლუი დაგერმა შეძლო შეექმნა დაგეროტიპი, მკვეთრი გამოსახულების მიღების მეთოდი. რამდენი ისტორიული, ცხოვრებისეული ბრძოლის, შრომის, მეცნიერულ აღმოჩენათა კადრი და დაუვიწყარი წუთი უკვდავყო ფოტოგრაფიამ. იგი უკვე ფერწერულ ხელოვნებასაც უტოლდება და ამის დასტურად გამოდგებიან უდიდესი ფოტოგრაფები, იქნებიან ეს ანსელ ადამსი, სტივ მაკკური, ჯეფ უოლი და კიდევ ბევრი.…

„მე თუ წავედი, წავალ, წავალ და წავალ… “ (ლაშა ლაშხისა და ობოლა ციმაურიძის მეგობრობის და თავგანწირვის საოცარი ამბავი)

„მე თუ წავედი, წავალ, წავალ და წავალ… “ (ლაშა ლაშხისა და ობოლა ციმაურიძის მეგობრობის და თავგანწირვის საოცარი ამბავი)

იმ საბედისწერო დღეს საჩხერე აკაკის დაბადების დღეს ზეიმობდა. საზეიმო ღონისძიების დამთავრების შემდეგ იმერულ სუფრას ვუსხედით მუნიციპალიტეტის იმდროინდელ გამგებელ ცეზარ ლაშხთან ერთად, შუა პურის ჭამაში ვიყავით, როცა ბატონ ცეზარს შეატყობინეს უფროსი ვაჟის, ლაშას, ცუდად ყოფნის ამბავი. ცუდად კი არა, თურმე, სულაც აღარ იყო… 25 წელი გავიდა მას შემდეგ. 2000 წლის 21 ივნისის მშვიდი ნაშუადღევია. მტკვრის სანაპიროზე ორი საჩხერელი მეგობარი – ცნობილი პაროდისტი ობოლა ციმაკურიძე და საქართველოს ხელოვნების მუზეუმის მეცნიერ – მუშაკი, ლაშა ლაშხი -სეირნობენ, მიბაასობენ, გარდასულ დღეებზე და მომავლის ამბებზე ჰყვებიან. მოსაყოლი და გასახსენებელი, იცოცხლე, ბევრი აქვთ. ნაუცბათევად – არავინ იცის რატომ და რისთვის – ობოლა სანაპიროს დამცავ ბეტონზე შეხტება, დიდი…

„ლამპრედუზო მედუზო! – ხუთშაბათის კინო“

„ლამპრედუზო მედუზო! – ხუთშაბათის კინო“

მიუხედავად ქუთაისში გატარებული წლებისა, ყოველ ჯერზე საინტერესო ფაქტებსა და ისტორიებს ვაწყდები იმის შესახებ, რაც არაერთხელ თავად მინახავს და დავკვირვებივარ. ეს იმის ბრალიცაა, რომ მე-20 საუკუნის ქუთაისში არ დავბადებულვარ. ამით მხოლოდ ერთის აღნიშვნა მინდა სტატიის დასაწყისში – უმეტესად, ჩემი ასაკის მკითხველის ყურადღების მიპყრობას ვცდილობ, იმ მკითხველის, 21-ე საუკუნეში რომ დაიბადა და ძველ ისტორიას მხოლოდ სხვა ადამიანთა მონათხრობიდან იცნობს. სახელწოდება „RADIUM” ალბათ ყველას ეცნობა, როგორც ერთ-ერთი ქიმიური ელემენტის სახელი, მათ კი, ვისაც ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე ჩაგივლიათ და პირველი სკოლის წინ აღმართულ შენობას წამით მაინც დაკვირვებიხართ, უფრო ნათლად წარმოგიდგებათ ეს წარწერა.

„როგორც პეპელას მოფრენა ზაფხულის ცვრიან დილას“ (ლადო ასათიანის მეგობარი გოგონა)

„როგორც პეპელას მოფრენა ზაფხულის ცვრიან დილას“ (ლადო ასათიანის მეგობარი გოგონა)

იმ ახალგაზრდა ქალბატონის შესახებ უნდა გიამბოთ, ვისაც ლადოს ეს ცნობილი სტრიქონები ეძღვნება: “ო, არ იფიქროთ, რომ ლამაზების მწვავს სიყვარული, ან სიძულვილი…” გაზეთ “ინდუსტრიული ქუთაისის” 1941 წლის 21 მარტის ნომრის ბიბლიოგრაფიაზე მუშაობისას ერთი პატარა განცხადება აღმოვაჩინე – ჭირისუფალს რომ თანაუგრძნობენ ნაცნობ -მეგობრები, აი, იმ ტიპისა. იქ ეწერა: “ს. ვაჩნაძე, მ. თუთბერიძე, ლ. ასათიანი და შ. ქურიძე თანაუგრძნობენ ქეთო ხონელიძეს, მამის – იუსტინეს გარდაცვალების გამო.” განცხადების წაკითხვისთანავე როგორ არ უნდა გამხსენებოდა ლადოს თანაკურსელისა და მეგობრის, ჟურნალისტ შოთა ქურიძის პატარა მემუარული წიგნი “ჭაბუკი იყო, ქარბუქი იყო”, რომელიც 80-იან წლებში დაბეჭდა გამომცემლობა “საბჭოთა აჭარამ”. წიგნის რამდენიმე ფურცელი ხომ სწორედ ამ ახალგაზრდა ქალბატონს ეთმობა. ჰოდა,…

ვიცე-კანცლერის იმერული ცხოვრება

ვიცე-კანცლერის იმერული ცხოვრება

ნათქვამია ,,ურემი რომ გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო“ მაგრამ, აგერ უკვე ორ ასწლეულზე მეტია XVIII-XIX ს.ს-ების ბობოქარი ისტორიული მოვლენების კვალი დღესაც ვნებათაღელვას იწვევს და ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემის საშუალებას კითხვაზე – რომელი იქნებოდა ქვეყნის გადარჩენისთვის ყველაზე კარგი გზა, არ იძლევა. ეს იმიტომ, რომ სამ იმპერიას შორის მოქცეული პატარა, დაშლილი და ერთმანეთს წაკიდებული ქვეყანა ურთულესი პოლიტიკური ქარბორბლის შუაგულში მოექცა. ამ ბრძოლას ჰყავდა გმირები და ანტიგმირები. ჩვენი სტატიის გმირი, სოლომონ ლიონიძე უდავოდ პირველთა შორისაა. სოლომონ ლიონიძეზე საუბრისას განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ იგი იყო უზომოდ განათლებული, თავის ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული და ერთგულებით გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე. ,,… დიპლომატი და საყოველთაოდ აღიარებული ბრძენი კაცი.