კულტურა! – სტატიების არქივი

საბჭოთა მოდერნიზმის ქუთაისური გამოვლინება

საბჭოთა მოდერნიზმის ქუთაისური გამოვლინება

იმერეთის რეგიონში საბჭოთა არქიტექტურაზე საუბრისას პირველად შეიძლება, წყალტუბოს სანატორიუმები გაგვახსენდეს. დღეს ჩემი მიზანი ქუთაისის „დამალული“, ზოგჯერ შეუმჩნეველი არქიტექტურის ნიმუშების აღმოჩენა და მათზე საუბარია.      იქამდე, სანამ კონკრეტულ ნაგებობებზე ვისაუბრებთ, ზოგადად, მცირედით მიმოვიხილოთ საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურა, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო საინტერესო ხდება ხელოვნების მკვლევართათვის. ეს მზარდი ინტერესი რამდენიმე ფაქტორით შეიძლება, იყოს განპირობებული: მდიდარი მოდერნისტული არქიტექტურული მემკვიდრეობის აღმოჩენა, რომელიც ცივი ომის შედეგად მოწყვეტილი იყო დასავლურ ისტორიას.  ინტერესი მნიშვნელოვნად არის განპირობებული იმითაც, რომ საბჭოთა პერიოდის მრავალი ნამუშევრის დაკარგვის შემდეგ, პოსტსაბჭოთა საზოგადოებებმა დაიწყეს ამ შენობების მნიშვნელობის გაცნობიერება არა მხოლოდ როგორც არქიტექტურული და ისტორიული ძეგლების, არამედ როგორც მათი კოლექტიური იდენტობის მნიშვნელოვანი სოციალურ-კულტურული კომპონენტების…

ქუთაისის ურბანული თანაარსებობა

ქალაქის ურბანული თანაარსებობა და ემოციური კავშირები

ქალაქის, როგორც სუბიექტური გამოცდილების იდეა თანამედროვე ურბანული ანთროპოლოგიისთვის ძალიან აქტუალურია. უკანასკნელი ტენდენციებით ქალაქი აღარ მოიაზრება მხოლოდ მისი ფორმალური, ტექნიკური დახასიათებით, არამედ იმ მნიშვნელობათა სისტემებითა და მატერიალური აფექტებით, რომლებსაც აქ მყოფი ინდივიდები განიცდიან ან მიაწერენ მას. შესაბამისად, პოპულარული აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანებს სანდოობის, ნაცნობობისა და სიმყუდროვის განცდა აკავშირებთ ურბანულ სივრცესთან, ამ შემთხვევაში კი, უშუალოდ ქუთაისის კონტექსტში, შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული, მათ შორის კი, კულტურული ნაცნობობის ფენომენითა და იმ ინფრასტრუქტურული თავისებურებებით, რომლებიც ზემოთ ხსენებულ აფექტებს აღძრავს.

წიგნის ფესტივალი ქუთაისი

ქუთაისი: მითი და ლიტერატურა – პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

ქუთაისის მითოლოგიური თუ ისტორიული წარსული უამრავი თავმოწონების მიზეზია. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ იგი მსოფლიოს ხუთ უძველეს ქალაქთა შორის არის დასახელებული და მისი მოხსენიება ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროებში ძვ.წ. VII იწყება, ხოლო მითი არგონავტების შესახებ, რომელშიც მოხსენიებულია ჩვენი ქალაქი, უფრო ძველია, ვიდრე მითი ტროას ომის შესახებ (ძვ.წ. XIV ს.), რადგან მასში მონაწილეობდნენ არგონავტების მოლაშქრეთა შვილები და შვილიშვილები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მითისა და ლიტერატურისთვის მიგვეძღვნა პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელსაც 2025 წლის 28-30 ნოემბერს პირველად უმასპინძლა ქუთაისმა იუნესკოს ლიტერატურული ქალაქის სტატუსით. ფესტივალი, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იყო ორგანიზებული, მნიშვნელოვან კულტურულ პლატფორმად იქცა – ქართველი თუ უცხოელი მკვლევრები, მწერლები, მთარგმნელები…

ჭეშმარიტი ქველმოქმედება, ანუ სააქციო საზოგადოება

ჭეშმარიტი ქველმოქმედება

ამ ბოლო დროს, როდესაც ჭიათურის მარგანეცის მოპოვების ისტორიაზე იწყებენ საუბარს აკაკი წერეთლის დამსახურების აღნიშვნიდან, პირდაპირ გადადიან ჰარიმანის მოღვაწეობაზე ჭიათურაში. აღნიშნავენ რა საშინელი მდგომარეობა დახვდა ამერიკელ მაგნატს ქალაქში და რამდენი რამის გაკეთება მოასწრო ორიოდე წელიწადში. ჰარიმანის როლსა და დამსახურებას არავინ უარყოფს, მაგრამ ძალიან დასანანია ისე გამოტოვო რამდენიმე ათეულ წელი, თითქოს არც ყოფილა, თითქოს ეს ადამიანები, რომელთაც თავიანთი საქმიანობა სიცოცხლისა და ოჯახების გაწირვის ფასად დაუჯდათ, არც დაბადებულიყვნენ, თუ არადა მათ ბევრის გაკეთება მოასწრეს, საკმაოდ მცირე და რთულ დროში და სწორედ ამ დიდი მამულიშვილების საქმიანობის შეხსენება განვიზრახეთ მიზნად, რათა ოდნავ მაინც მივაგოთ პატივი მათ ხსოვნას და თანამედროვეთ შევახსენოთ რა არის ნამდვილი ქველმოქმედება, რამდენად…

მუზეუმი ღია ცის ქვეშ

არქიტექტურული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

ამ ქალაქს აქვს სული, არისტოკრატული და რაღაცნაირად დიდებული. აქვს ფერი, – მცენარის და მზის ნაზავი. აქვს მკაცრი გეომეტრია, მრუდეც და ჩახვეულიც. თავის დროზე გასული საუკუნის 50-იან წლებში, ოფიციალურად კურორტად სახელდებული ქალაქის დასასვენებელი ფუნქციით აშენებული სანატორიუმები კონცეპტუალურად სხვადასხვა მიმდინარეობების არქიტექტურულ შედევრებად წარმოგვიდგება. სულ რამდენიმე წლის წინ, ფორმის, სინათლის და ბუნების ხელახალი დაბადების საწყისების ქალაქმა, მსახიობ ჯიმ ქერის, შვედი არტისტების, რაიან კუპმანსისა და ალის ვექსელის მიერ შესრულებული მოძრავი NFT-ნამუშევრის შეძენა გადააწყვეტინა, რომელზეც წყალტუბოს მიტოვებული სანატორიუმის ოთახი არის გამოსახული და ციფრულად ისეა დამუშავებული, თითქოს მიტოვებულ სანატორიუმზე ბუნების ძალამ გაიმარჯვა.

ქალაქი და მემორიალური სივრცე – როგორც ურბანული მეხსიერების ფორმა

ქალაქი და მემორიალური სივრცე – როგორც ურბანული მეხსიერების ფორმა

ქალაქის კონტექსტში სასაფლაოებისა და მათთან დაკავშირებული მნიშვნელობათა სისტემის შესწავლა თანამედროვე სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიისთვის საკმაოდ აქტუალური თემაა. სასაფლაოებმა თავიანთი პრაქტიკული და რიტუალური დანიშნულების გარდა, ქალაქის სივრცეში შეიძინეს მნიშვნელოვანი სიმბოლიკა, რომელთა სახესხვაობების შესახებაც არაერთი სხვადასხვა ავტორი აზრის განსხვავებულ ხაზს ავითარებს. მოცემულ მცირე ანალიზში განვიხილავ რამდენიმე შეხედულებას სასაფლაოების, როგორც ურბანული სივრცის ნაწილის სიმბოლური დატვირთვისა და სოციალური გააზრების შესახებ და ზემოთ ხსენებულ მოსაზრებებს დავუკავშირებ ქუთაისის სასაფლაოების ადგილობრივ კონტექსტს.

ხიდი მდინარე კვაიზე, ჰიდრონიმი შეცვლილია

ხიდი მდინარე კვაიზე, ჰიდრონიმი შეცვლილია

ხშირად აღგვინიშნავს, რომ ქუთაისის ისტორია ამ ქალაქის სიძველესა და კულტურაზე დგას. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი მხატვრის, გოჩა ჩხაიძის, ნამუშევარი ვნახე, „სახლი წერეთლის ქუჩაზე“. ამიტომ გადავწყვიტე, ამ სტატიაში საუბარი ქუთაისის არქიტექტურულ მიმართულებაზე ყოფილიყო. კულტურის ნაწილია ის შენობები, ხიდები და საერთოდ, ქალაქის ურბანული სტილი, რომელიც ხშირად ჩვენს თვალს გამოეპარება ხოლმე. ამჯერად ქუთაისის ცნობილი ხიდების ისტორიითა და მნიშვნელობით დავინტერესდეთ.

დადექით მტკიცედ

დექით მტკიცედ და შეურყევლად

ჭიათურის მუნიციპალიტეტში არის 180 კომლიანი სოფელი – ცხრუკვეთი. სოფელი პატარაა მაგრამ, ძნელად თუ მოიძებნება სხვა სოფელი, რომელმაც ერთდროულად ამდენი მეცნიერი აჩუქა სამშობლოს. სწორედ ცხრუკვეთში, თვალწარმტაც ადგილზე დგას მშვენიერი ოდა, რომელიც აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელს ატარებს უკვე 40 წელია. წინათ ამ ადგილზე წერეთლების სასახლე იდგა, სადაც თავს იყრიდა XIX-XX საუკუნეების ქართული ელიტა: აკ. წერეთელი, გ. ტაბიძე, ნ. ნიკოლაძე, ი. ვარაზაშვილი, გ. ზდანოვიჩი, კ. აბაშიძე და ა.შ. მოგვიანებით ეს ისტორიული სახლი დაინგრა მაგრამ, სახლი, რომელიც დღეს გიორგი წერეთლის სახლ-მუზეუმია, არანაკლებ საინტერესო ისტორიის მატარებელია.

ოთარ ქანდარია

ოთარ ქანდარია-კაცი, რომელიც უყვარდა ქუთაისს

ის რომ გამოჩნდებოდა, მთელი ქუჩა სიყვარულით გამოაყოლებდა ხოლმე თვალს – დინჯად მომავალს, მუდამ შავპერანგიანს, ცალ მხარზე კოსტიუმწამოკიდებულს. დიდრონ თვალებში ჩამდგარ ნათელს ხშირი წარბები ვერ უჩრდილავდა, სახის მკაცრ ნაკვთებში, დამახასიათებელ ნაკეცებში მაინც იდუმალი სილბო ედგა. ერთხელ რეჟისორმა გენო ჩირაძემ ეპიზოდურ როლში გადაიღო მხატვარი და ეს ნაკვთები, ეს ხმა, ეს დენდური მანერები სამარადჟამოდ შემოგვინახა ფილმით „ზვარაკი“(1990). ამ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელ ლევან აბაშიძეს, თურმე, ხელი უნდა გაერტყა ოთარ ქანდარიას პერსონაჟისათვის, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო ახლადგაცნობილი ქუთაისელი მხატვრის პიროვნული ხიბლი, ახალგაზრდა მსახიობმა მტკიცე უარი განაცხადა, ვერ გავარტყამ ამ კაცს, არ შემიძლიაო. ეს ეპიზოდი მიტომაც შეიცვალა.

დიმიტრი უზნაძე

დიმიტრი უზნაძე: თეორია და პრაქტიკა

დიმიტრი უზნაძის აკადემიური საქმიანობა ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი აღმოჩნდა ქართული ფსიქოლოგიის სკოლის განვითარებისთვის. მისი პედაგოგიური მიდგომა და საკვლევი მეთოდები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ქართული აკადემიური დისკურსის განვითარების კონტექსტში, ისე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის. უზნაძის მიერ ჩამოყალიბებული ,,განწყობის“ თეორია და ის მეთოდები, რომლითაც ის არაცნობიერს იკვლევდა, დიდწილად ეყრდნობოდა მის ევროპულ განათლებასა და ვილჰელმ ვუნდტთან ურთიერთობას, რომელიც ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებელი გახლავთ. თუმცა კონტინენტური ფსიქოლოგიისა და ამდენად მნიშვნელოვანი მოაზროვნეების ფონზე არსებობს, ნაკლებად ხაზგასმული, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ხაზი დიმიტრი უზნაძის მოღვაწეობაში. უზნაძის პედაგოგიური და კვლევითი საქმიანობა ასევე განისაზღვრა დასავლეთ საქართველოში მისი მოღვაწეობით, განსაკუთრებით საინტერესო კი საზოგადოება ,,სინათლის“ ბაზაზე მიმდინარე მოვლენები იყო. მოცემულ სტატიაში კონცეპტუალიზებული იქნება როგორც დიმიტრი…