ოთარ ქანდარია

ოთარ ქანდარია-კაცი, რომელიც უყვარდა ქუთაისს

ის რომ გამოჩნდებოდა, მთელი ქუჩა სიყვარულით გამოაყოლებდა ხოლმე თვალს – დინჯად მომავალს, მუდამ შავპერანგიანს, ცალ მხარზე კოსტიუმწამოკიდებულს. დიდრონ თვალებში ჩამდგარ ნათელს ხშირი წარბები ვერ უჩრდილავდა, სახის მკაცრ ნაკვთებში, დამახასიათებელ ნაკეცებში მაინც იდუმალი სილბო ედგა. ერთხელ რეჟისორმა გენო ჩირაძემ ეპიზოდურ როლში გადაიღო მხატვარი და ეს ნაკვთები, ეს ხმა, ეს დენდური მანერები სამარადჟამოდ შემოგვინახა ფილმით „ზვარაკი“(1990). ამ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელ ლევან აბაშიძეს, თურმე, ხელი უნდა გაერტყა ოთარ ქანდარიას პერსონაჟისათვის, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო ახლადგაცნობილი ქუთაისელი მხატვრის პიროვნული ხიბლი, ახალგაზრდა მსახიობმა მტკიცე უარი განაცხადა, ვერ გავარტყამ ამ კაცს, არ შემიძლიაო. ეს ეპიზოდი მიტომაც შეიცვალა.

დიმიტრი უზნაძე

დიმიტრი უზნაძე: თეორია და პრაქტიკა

დიმიტრი უზნაძის აკადემიური საქმიანობა ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი აღმოჩნდა ქართული ფსიქოლოგიის სკოლის განვითარებისთვის. მისი პედაგოგიური მიდგომა და საკვლევი მეთოდები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ქართული აკადემიური დისკურსის განვითარების კონტექსტში, ისე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის. უზნაძის მიერ ჩამოყალიბებული ,,განწყობის“ თეორია და ის მეთოდები, რომლითაც ის არაცნობიერს იკვლევდა, დიდწილად ეყრდნობოდა მის ევროპულ განათლებასა და ვილჰელმ ვუნდტთან ურთიერთობას, რომელიც ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებელი გახლავთ. თუმცა კონტინენტური ფსიქოლოგიისა და ამდენად მნიშვნელოვანი მოაზროვნეების ფონზე არსებობს, ნაკლებად ხაზგასმული, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ხაზი დიმიტრი უზნაძის მოღვაწეობაში. უზნაძის პედაგოგიური და კვლევითი საქმიანობა ასევე განისაზღვრა დასავლეთ საქართველოში მისი მოღვაწეობით, განსაკუთრებით საინტერესო კი საზოგადოება ,,სინათლის“ ბაზაზე მიმდინარე მოვლენები იყო. მოცემულ სტატიაში კონცეპტუალიზებული იქნება როგორც დიმიტრი…

საგანძური

გაბნეული საგანძურის კვალდაკვალ

არგვეთის საერისთაოს ისტორია სათავეს ფარნავაზ მეფისაგან იღებს. ,,..გაგზავნა მარგვს ერისთავად და მისცა მცირით მთიდგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუამდე რიონის ზემოთ. და ამანვე ფარნავაზ აღაშენა ორნი ციხენი.“ (ვახუშტი ,,აღწერაი სამეფოსა საქართველოსი“) ლეონტი მროველის აზრით არგვეთის საერისთაო მოიცავდა ტერიტორიას ლიხის მთიდან რიონამდე და რაჭის მთებიდან ფერსათის მთებამდე. ბაღვაშ-ორბელიანთა საგვარეულოს აღზევება მას შემდეგ დაიწყო, რაც არგვეთის საერისთაოსთან ერთად კლდეკარიც ჩაიგდეს ხელში. კლდეკარი, როგორც სასაზღვრო მამული, სტრატეგიულად უზომოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან იგი მართლაც კარს წარმოადგენდა ბიზანტიიდნ საქართველოს გულისაკენ მიმავალს. ეს კარგად იცოდა მტერმაც და მოყვარემაც. ბიზანტიის იმპერატორები ძალისხმევას არ იშურებდნენ ბაღვაშთა მისამხრობად. ამ ფეოდალურმა გვარმა ქართულ ისტორიოგრაფიაში ცალსახად მეამბოხე ერისთავების სახელი დაიმკვიდრა, მაგრამ…

სამი სახე

სამი სახე, ანუ ორდენის დაკარგული ბიჭები

ყოველ წელს თეთრი ქვების ქალაქში უცნაურად გაზაფხულდება. ამიტომაც ვამბობთ, რომ ერთ მერცხალს ალბათ არ, მაგრამ „წითელ ხიდთან“ აყვავებულ მაგნოლიას ნამდვილად შეუძლია მისი მოყვანა. ქუთაისი უფრო მეტს, ვიდრე ამ ქალაქის მცხოვრებთა სიყვარულია, არც არასდროს ითხოვდა. მიუხედვად ამისა, „ერთი ნახვით შეყვარება“ ყველასთვის განსაკუთრებული, ემოციური იყო. უფრო მარტივი გახლდათ მათთვის, ვისაც ამ ქალაქთან თავისი შემოქმედება აკავშირებდა. ალბათ არც ერთს უძებნია მუზა სხვაგან. ახლადაყვავებული მაგნოლიას სანახავად გამოდიოდნენ ქალები, მათ შორის კი ისიც, ვინც ეპოქის ჩარჩოები დაამსხვრია და სიგარეტით ხელში მოუვლია ქუთაისის ქუჩები. ჩვენი ამბავი აქედან უნდა დაწყებულიყო…

რა გინდოდა კენგურუ, იმ მაისს ჩვენს ქალაქში?!

რა გინდოდა კენგურუ, იმ მაისს ჩვენს ქალაქში?!

“გადაყვითლებულ ფოთლებში, გაძარცვული ხეების ტოტებქვეშ მარტოდმარტო ვიდექი და ვგრძნობდი, რომ ვარსებობდი რაღაც დიდში და გაუგებარში. როგორ ნათლად მახსოვს ის დღე, აქედან ვიგონებ ყველაფერს…” პირველად ეს სიტყვები წლების წინ წავიკითხე — სოფელში, მამაჩემის ბიბლიოთეკაში ნაპოვნ ძველ წიგნში. გარეთ შემოდგომა იდგა, ფეხქვეშ ყვითელი ფოთლები შრიალებდნენ, შუადღე კი ისე ზანტად იწელებოდა, თითქოს თვითონაც ფიქრობდა არსებობაზე.

მარიონელა

მარიონელა“ და ქუთაისური ხელწერა მოდაში

უკვე 30 წელზე მეტია, რაც ქუთაისში დაფუძნებული მოდის სახლი ,,მარიონელა“ საქორწინო, სადღესასწაულო და ტრადიციულ სამოსს ქმნის და მომხმარებლებს სტრუქტურულად გამართულ, მათსა და მათ გემოვნებაზე იდეალურად მორგებულ კაბებს სთავაზობს. წლების განმავლობაში ქართული მოდის სფეროში ამგვარი დომინაციის უკან დგას ტექნიკურად ძალიან რთული და შრომატევადი, თუმცა, ამავდროულად, საინტერესო შემოქმედებითი პროცესი, რომელიც განაპირობებს საბოლოო პროდუქტის როგორც სტრუქტურულ გამართულობას, ისე გადმოსცემს დიზაინერის ინდივიდუალურ ხედვასა და მომხმარებლის ემოციურ ბმას თითოეულ კაბასთან. ზემოთ ხსენებულ დინამიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ არც ერთი ეტაპი, არც ერთი ეპიზოდი კაბის შექმნისა არ უნდა აღვიქვათ განცალკევებულ, დანაწევრებულ მონაკვეთად, არამედ ერთ მთლიანობად, რომელიც კონსტრუქტორების, მკერავ-ტექნოლოგებისა და მხატვრების თანმიმდევრულ, ინტეგრირებულ მუშაობასა და მუდმივ დიალოგს…

გოგიტა ფაღავა – დამფუძნებელი კრების 29 წლის ქუთაისელი დეპუტატი

გოგიტა ფაღავა – დამფუძნებელი კრების 29 წლის ქუთაისელი დეპუტატი

ავტორი: მარიამ მებუკე   საქართველოს ისტორიაში პირველი რესპუბლიკის იდეისა და მნიშვნელობის გადააზრება, შეიძლება ითქვას, საკმაოდ […]

დროთა გვირაბში – გზა ბონდის მღვიმიდან ცივილიზაციამდე

დროთა გვირაბში – გზა ბონდის მღვიმიდან ცივილიზაციამდე

ზემო იმერეთი, კერძოდ კი ჭიათურის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ რაიონს, სადაც ათასწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული კულტურული ფენები სრულად ასახავს ადამიანის განვითარების უწყვეტ დინამიკას. ჭიათურაში, ბუნებრივად შემოსაზღვრული კანიონები და მღვიმეებით გაჯერებული კლდოვანი ლანდშაფტი ქმნის უნიკალურ გარემოს, რომელშიც დაცულია ძველი ქვის ხანის, ნეოლითის, ენეოლითის და ბრინჯაოს ხანის მატერიალური კულტურის მტკიცებულებები. ჭიათურის მღვიმეებში სიცოცხლე ყოველთვის იყო. აქ მცხოვრები ადამიანები იცავდნენ თავს მტაცებელი ცხოველებისგან, ქსოვდნენ და მარტივი წესით ღებავდნენ ძაფს, ამუშავებდნენ ქვას, ამზადებდნენ პრიმიტიულ იარაღებს და მემკვიდრეობად გვიტოვებდნენ ისტორიას, რომელიც ჯერ კიდევ იკითხება მიწის ქვეშ. ამ დაუჯერებელ ქრონიკაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მრავალსაუკუნოვან ქვათა შრეებს მიღმა, ბუნების ხელუხლებელ წიაღში, ჩაბნელებულ და ქარებისგან დაცულ სივრცეში ჩაფლული…

,,ცისფერყანწელთა“ – ანი და ჰოე

,,ცისფერყანწელთა“ – ანი და ჰოე

ზუსტად ასი წლის წინ, ქუთაისში, საქართველოს ამ უძველეს ქალაქში, შეიქმნა ახალგაზრდა სიმბოლისტების გაერთიანება, რომელსაც ეწოდა უცნაური სახელი – ,,ცისფერი ყანწები“. ცისფერი, რომანტიზმისა და სიმბოლიზმის ემბლემაა, რომელიც პირველად ნოვალისის ოცნებაში გამოჩნდა. ,,რომანტიკოსები ეძებდნენ ცისფერ ყვავილს, რომელიც ისეთივე მისტიკური იყო, როგორც შუა საუკუნეების ქრისტიან რაინდთა გრაალის თასი. შემდეგ სიმბოლისტებმა აიტაცეს ცისფერი, როგორც შორეთის, უსაზღვროსა და იდუმალის ანუ მიღმული სამყაროს – სულთა საუფლოს ნიშანი, რაც ყოფით ენაზე სიკვდილს ნიშნავს. ცისფერ ჩიტს – ბედნიერების სიმბოლოს ეძებენ სიმბოლისტ მორის მეტერლინკის შეშის მჭრელი ბავშვები – და-ძმა ტილტილი და მიტილი“. მეტერლინკის ეს ცნობილი პიესა რუსულად არასწორად ,,ლურჯ ფრინველად“ ითარგმნა. ახალგაზრდა პოეტებმა ქუთაისში ჩამოყალიბებულ თავიანთ საძმოს ევროპული ცისფერის…

სარკინიგზო არქიტექტურა

სარკინიგზო არქიტექტურა

მე-19 საუკუნეში ჭიათურაში მანგანუმის მადნის აღმოჩენამ დიდი გავლენა იქონია იმერეთის რეგიონის განვითარებაზე, ბიძგი მისცა საქართველოში ახალი სატრანსპორტო კავშირებისა და სამრეწველო დარგების შექმნას. წარმოების სწრაფ განვითარებას ბუნებრივად მოჰყვა ინდუსტრიული კულტურის შექმნა. ,,ინდუსტრიული მემკვიდრეობის მნიშვნელობა საერთაშორისო დონეზე ფართოდ არის გააზრებული. მათი კვლევა, მოვლა-პატრონობა, ადაპტაცია და კონსერვაცია არაერთი ქვეყნის კულტურული ცხოვრებისა და კვლევითი საქმიანობის პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ღრმად და საფუძვლიანად არის შესწავლილი სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობა ჯერაც პროფესიული ინტერესის მიღმა რჩება.“ სამწუხაროდ, არქიტექტურული თუ საინჟინრო შენობა-ნაგებობები, რომლებიც XIX-XX საუკუნეების საქართველოში ინდუსტრიული დანიშნულებით იქმნებოდა, დღემდე შეუფასებელია და სისტემური შესწავლის საგანს არ წარმოადგენს.