კულტურა! – სტატიების არქივი
ვახანის ციხე
ხარაგაულის და მისი მცხოვრებლების ისტორიული ფესვები უხსოვარი დროიდან მოდის. მის ტერიტორიაზე ადამიანი ბინადრობდა ადრეულ და ზედა პალეოლითის ხანაში და აღმოჩენილია უძველესი არქეოლოგიური ნაშთები. მთელ მუნიციპალიტეტში უხვადაა მიმოფანტული ისტორიული ძეგლები – ეკლესია-მონასტრები, ციხე-კოშკები, საფორტიფიკაციო ნაგებობები.
მიწისქვეშა ქუთაისი
ძველად ქუთათური ქალბატონი თუ მოგაძახებდა ”შენ ჩავარდი წკვარამშიო“, ცოცხლად უნდა წარმოგედგინა, რომ, საცაა, ფეხქვეშ მიწა უნდა გაგსკდომოდა და უკუნ სიბნელეში შთანთქმულიყავი.“წკვარამი“, ჩემო ბატონო, ჩვენებური, ქვემოიმერული გამოთქმაა, რომელიც კარსტულ ძაბრსა და ჭას შეესაბამება, ვუკოლ ბერიძის „სიტყვის კონაში“ უფსკრულის, ქვესკნელის სინონიმადაა განმარტებული.
ქუთაისის 175 წლის „პარლამენტი“
მრავალი წლის წინათ დიდმა ქართველმა პოეტმა, პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ აკაკი წერეთელმა, თავისი ოთხკუთხა ფორმით, იმერულ ხაჭაპურს (“ხაჭოპურს”) შეადარა ქუთაისის ბულვარი, ხოლო „ბაღისკიდეზე“ გაჩაღებული მუდმივი საზოგადოებრივ -პოლიტიკური ვნებათაღელვისა და მძაფრი დებატების გამო, მას დღემდე შეუცვლელი სახელი – „ქუთაისის პარლამენტი“ უწოდა.
XX საუკუნის დასაწყისის ქუთაისის საგაზეთო ქრონიკაში გაჩერებული დრო
ბიბლიოთეკები გაჩერებული დროის საცავებია, დროის, რომელიც მხოლოდ მაშინ ცოცხლდება და იწყებს არსებობას, როდესაც მას ეხები. გადმოიღებ წიგნს და თითქოს დაჟანგული კბილანები ამოძრავდება და წარსულში დატოვებულ დღეებსა და საათებს დაატრიალებს.
წყალტუბო – კურორტი „კუპცისის ეფექტით“
ქალაქების შექმნას ყოველთვის თან ახლავს დაარსების ლეგენდა, თქმულება ან მითი. ამ ქალაქის შესახებ ტყუილ-მართალში ჩაკარგული ბევრი ამბავია ცნობილი. ერთ-ერთის თანახმად იმერეთში ულამაზესი კურორტი წყალტუბო, თურმე ოდესღაც ვინმე მწყემსს აღმოუჩენია, ამ ადგილებში მოხეტიალეს მიწიდან ამოსული თბილი წყალი შეუნიშნავს, სიარულისგან დაღლილს ფეხები მიუშვერია რის შემდეგაც შვება უგრძნია და სხვებისთვისაც გაუნდვია თბილი წყლის სასწაულმოქმედი ძალა. მეორე ამბად, აზნაური იოსელიანები ისაკუთრებდნენ წყლის აღმოჩენას, სხვა თქმულებებით ძველი მონადირენი იჩემებდნენ თბილი წყლით ნადირთა ჭრილობის განკურნების შესწრებას.
ქუთაისური ფოტო – მატიანე
,,ცხოვრებისათვის ქეჩოში ხელის ჩავლება“- ასე უწოდა ფოტოგრაფიას XX ს-ის დასაწყისის დოკუმენტალისტმა ძიგა ვეტროვმა. რთულია უფრო ზუსტი შედარების მოძიება. საქართველომდე ევროპაში მიმდინარე კულტურული მიღწევები დაუყოვნებლივ აღწევდა, რისი მიზეზიც პირველყოვლისა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა იყო. ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მყოფი ქვეყანა იმთავითვე ხდებოდა ყველა სიახლის თანაზიარი. XIX საუკუნეში მიუხედავად ურთულესი პოლიტიკური სიტუაციისა სამეცნიერო, ტექნიკური, თუ კულტურული სიახლეები უკვე რუსეთის გავლით ხვდებოდა ჩვენამდე.
ქუთაისი – მუზების სამჭედლო
ქუთაისის ცენტრალური ბაღი, დაჩრდილული ხეივანი, ხეივნის ორივე მხარეს ყვავილნარი და ხშირფოთლოვანი ხეების საუცხოო საჩრდილობელი; მწვანე […]
მესხიშვილის თეატრის ულამაზესი შენობა – არქიტექტორ შავიშვილის პროექტი
ავტორი: ნანული ცხვედიანი ვინც ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოხვდება, ან შორიახლოს ჩაუვლის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო […]
პიკასოს ბიჭი თეთრი ხიდის მოაჯირზე
ეპიზოდი ელდარ შენგელაიას ფილმიდან „არაჩვეულებრივი გამოფენა“(1968. სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძე):
მსახიობი შავლეგი და მხატვარი აგული (როლებში – დოდო აბაშიძე და გურამ ლორთქიფანიძე) მეგობრული ბაასით მოუყვებიან თეთრ ხიდს. შავლეგი ქალაქში ცნობილი კაცია, ესალმებიან, ისიც ქუდის მოხდით, დარბაისლურად პასუხობს. აგული ერისთავს კი მზერა წინ გაექცევა და…
– შავლეგ, აი, რა უნდა გაკეთდეს ჩემი ქვისაგან!..- წამოიძახებს უცებ,- ეს არის ცხოვრების აპოგეეა!
სათაფლიაზავრუსი, ანუ პეტრე ჭაბუკიანის სამი აღმოჩენა
გეოგრაფიის მასწავლებელმა იცოდა, როგორ მოეძებნა გასაღები ბავშვის გონებისთვის. მოსწავლეები თეთრამიწაზე აიყვანა. გრძნობდა, რომ საინტერესო ექსკურსია უფრო გაუხსნიდა გონებას მოსწავლეებს, ვიდრე სკოლის კედლებში საათობით „ჩიჩინი“. გორაკის წვერიდან (სწორედ იქედან სადაც დღეს უახლესი ტექნოლოგიებით აგებული გადმოსახედია) საოცარი სანახაობა გადაიშალა. კოლხეთის დაბლობი, ბაგრატის ტაძარი, უქიმერიონის გორა და ძველი ქალაქის შუაში მოლაპლაპე რიონი თეთრი ქვებით. პეტრე მასწავლებელი საუბრობდა ზოგადად ყველაფერზე, გელათის საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე, დავით აღმაშენებლის ღირსებებზე, მოზაიკურ მხატვრობაზე, ოპიზრებსა და ხახულის ხატზე.