ტყიბულის წყალსაცავი გარშემორტყმულია ტყეებით და ბუნების ლამაზი პეიზაჟებით გამოირჩევა. წყალსაცავის ტერიტორია შესანიშნავია საპიკნიკედ, აქ საკარვე ადგილებსაც მარტივად იპოვით. ტყიბულის წყალსაცავი მდიდარია თევზით და ამასთანავე აქვს კარგი მისადგომები თევზაობისთვის, ამიტომაც ის თევზაობის მოყვარულებსაც იზიდავს. ტყიბულის წყალსაცავში უხვად არის კალმახი, კობრი, თეთრი ამური, სქელშუბლა, ქაშაპი, წვერა და სხვ. წყალსაცავის ძირითადად საზრდოობს მდინარე ტყიბულას წყლით, რომელიც წყალსაცავის შექმნამდე კარსტულ შახტში იკარგებოდა, მიწაყრილის კაშხლით კი ის დაგუბებულია და ქმნის ტბას. ტბა ასრულებს რეზერვუარის ფუნქციას ელექტროსადგურისთვის. მისი ფართობი 12,1 კმ²-ა, მაქსიმალური სიღრმე კი - 12,5 მ.
მისამართი: ტყიბულის მუნიციპალიტეტი