მოდინახე - მე-18 საუკუნეში აგებული ციხესიმაგრე მნიშვნელოვანი ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლია. აქ აღმოჩენილია ბრინჯაოს და ანტიკური ხანის არტეფაქტები. ციხიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედი ზემო იმერეთზე. ციხე საჩხერის ჩრდილოეთით 1 კმ-ში მდებარეობს. ის XVIII საუკუნის 30-იან წლებში თავადმა პაპუნა წერეთელმა ააშენა. საინტერესოა ციხე-სიმაგრის სახელთან დაკავშირებული ლეგენდა, რომლის მიხედვით თავადმა დავით აბაშიძემ პაპუნა წერეთელს ქალიშვილის მითხოვებაზე უარი განუცხადა. უარის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ სასიძოს ციხე არ ჰქონდა. პაპუნა წერეთელმა უარი არ თქვა საცოლეზე და ციხის აშენება დაიწყო. როდესაც პაპუნამ მშენებლობა დაასრულა მან დავით აბაშიძეს მისწერა: „მოდი და ნახე". სწორედ აქედან მომდინარეობს ციხის სახელწოდება.
ღიაა: ყოველ დღე.
შენიშვნა: ამ ეტაპზე ციხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ მისი მონახულება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, უფასოდ.