კულტურა! – სტატიების არქივი
წიგნის ქალაქი
„ქუთაისმა გვიჩვენა წიგნის კულტურა. „მეოცნებე ნიამორებისა“ და „კირჩხიბის“ ყოველ გამოცემას ამჩნევია ოსტატის ხელი…“ – ასე შეაფასა საუკუნის წინათ რიონისპირა ქალაქში გამოცემული წიგნების დონე ცისფერყანწელთა ლიტერატურული დაჯგუფების პირუთვნელმა მემატიანემ შალვა აფხაიძემ.
“ფრანციას პანო”
მონუმენტური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუში – დიდი კერამიკული პანო „კოლხეთი“, რომელიც 1995 წლიდან ამშვენებს ქუთაისის ცენტრს და თანაქალაქელები სიყვარულით მოიხსენიებენ, როგორც „ფრანციას პანოს“, ცნობილი მხატვრის ბერნარდ (ფრანც) ნებიერიძის (1939 -1987) ერთ-ერთი ბოლო ნაშრომია; შეიძლება ითქვას, განსაკუთრებულად გამორჩეულიც – როგორც ჟანრობრივად, ასევე – მასშტაბურობით.
მედიტერანიის უკიდურეს წერტილში
“ქალაქი, რომლისკენაც ერთაოზი დაიძრა, დღესაც არ აღინიშნება ყველა რუკაზე და ჩვენს დროშიაც “სხვადასხვა დასახლებულ პუნქტად” იხსენიება… ეკლარის ქვით ნაშენი სახლებიდან მუდამ გიტარის კვნესა ისმოდა. ვენახებით დატყვევებულ ქალაქში ნახევარი მოსახლეობა მთვრალი იყო, მეორე ნახევარი კი უფრო მთვრალი, ანდა პირიქით… სახელგანთქმულ ტრაგიკოსს, უბადლო ჰამლეტს, დუქნიდან წამოყოლილი ღვინის მწერები დასდევდნენ სცენაზე, როგორც თავღია შტოფიანს, ტაშის დროს ჭერიდან კეტეტილები ცვიოდა. ცხენოსნები ტროტუარზე დასეირნობდნენ. უყვარდათ სიტყვები: “გენიოზი”, “გრადუზი”, “ესენცია”, “ბალზაკი” – ვკითხულობთ რეზო გაბრიაძის “შერეკილებში” და მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ერთხელაც არ ახსენებს ქალაქის სახელს, ზუსტად ვიცით, რომ ეს ქალაქი ქუთაისია.
ქუთაისელი ებრაელი მოვაჭრეები და მათი საიდუმლო “ენა”
გსმენიათ, რამდენად დამოკიდებული იყო ქართველ ებრაელებზე მე-19 – მე-20 საუკუნის ქუთაისსა და მთელ დასავლეთ საქართველოში ვაჭრობის, საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების განვითარება?