ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, რომლის დაარსება 1840 წლით თარიღდება, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. კარგი იქნება თუ ამ მანძილს ფეხით გაივლით და ისტორიული ჯაჭვის ხიდიდან გაყვებით რიონის სანაპიროს, რომლის მეორე მხარეს დაინახავთ ქუთაისის ღირშესანიშნაობებს, ქუთაისის ისტორიულ კათოლიკურ კვარტალს, მათ ძველ ტაძარს და მწვანეყვავილას ეკლესიას. ბაღის ფლორა წარმოდგენილია სუბტროპიკული ხეებითა და ბუჩქებით, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყვავილოვანი მცენარით. ბაღში სეირნობისას ხეებზე ციყვებსაც შენიშნავთ. ბოტანიკური ბაღის ცენტრში, 400 წლის მუხის ხის ფუღუროში, ნახავთ პატარა სამლოცველოს, რომელიც ერთ ან ორ ადამიანს თუ იტევს.
სამუშაო დღეები: ყოველდღე 9:30-18:00
როგორ მივიდეთ: ბოტანიკური ბაღი ჯაჭვის ხიდიდან 1 კილომეტრში მდებარეობს. ჯაჭვის ხიდიდან გაუყევით მდ. რიონის სანაპიროს, დავით და კონსტანტინე მხეიძეების ქუჩას.
მის: ლესელიძის ქ. #2
www.google.com/maps/place/Kutaisi+Botanical+Garden