წმ. პეტრესა და პავლეს ეკლესია

მისამართი
ბერი თევდორეს ქ. #9

ქუთაისის სამეფო უბნიდან 900 მეტრის დაშორებით მდებარეობს  მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია. ეკლესიის აშენების იდეა ადგილობრივ მოსახლეობას ეკუთვნოდა და იგი 1882-1903 წლებში აიგო ბერძენი ოსტატების მიერ, ეკლარის ნათალი ქვით. ისტორიული პერიოდის შესაბამისად, ეკლესია აგებულ იქნა რუსული სტილისა და კლასიციზმის ელემენტების გამოყენებით. სამწუხაროდ, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ტაძარი  დახურეს  ბოლშევიკებმა  და  მასში  განათავსეს  ქუთაისის  კომკავშირული კლუბი, საეკლესიო  ნივთების  ნაწილი კი მუზეუმში  გადაიტანეს. ტაძარში საეკლესიო მსახურება 1944 წელს განახლდა და მას შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს. ტაძარი ღიაა

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება