ტყიბულის წყალსაცავი გარშემორტყმულია ტყეებით და ბუნების ლამაზი პეიზაჟებით გამოირჩევა. წყალსაცავის ტერიტორია შესანიშნავია საპიკნიკედ, აქ საკარვე ადგილებსაც მარტივად იპოვით. ტყიბულის წყალსაცავი მდიდარია თევზით და ამასთანავე აქვს კარგი მისადგომები თევზაობისთვის, ამიტომაც ის თევზაობის მოყვარულებსაც იზიდავს. ტყიბულის წყალსაცავში უხვად არის კალმახი, კობრი, თეთრი ამური, სქელშუბლა, ქაშაპი, წვერა და სხვ. წყალსაცავი ძირითადად საზრდოობს მდინარე ტყიბულას წყლით, რომელიც წყალსაცავის შექმნამდე კარსტულ შახტში იკარგებოდა, მიწაყრილის კაშხლით კი ის დაგუბებულია და ქმნის ტბას. ტბა ასრულებს რეზერვუარის ფუნქციას ელექტროსადგურისთვის. მისი ფართობი 12,1 კმ²-ა, მაქსიმალური სიღრმე კი – 12,5 მ.
ტყიბულის წყალსაცავი
მისამართი
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა
სულ 1 შეფასება
დატოვე შეფასება
თქვენ უნდა გქონდეთ ავტორიზირაცია გავლილი რათა შეძლოთ შეფასების დაწერა