ქუთაისის სამეფო უბნიდან 900 მეტრის დაშორებით მდებარეობს მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია. ეკლესიის აშენების იდეა ადგილობრივ მოსახლეობას ეკუთვნოდა და იგი 1882-1903 წლებში აიგო ბერძენი ოსტატების მიერ, ეკლარის ნათალი ქვით. ისტორიული პერიოდის შესაბამისად, ეკლესია აგებულ იქნა რუსული სტილისა და კლასიციზმის ელემენტების გამოყენებით. სამწუხაროდ, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ტაძარი დახურეს ბოლშევიკებმა და მასში განათავსეს ქუთაისის კომკავშირული კლუბი, საეკლესიო ნივთების ნაწილი კი მუზეუმში გადაიტანეს. ტაძარში საეკლესიო მსახურება 1944 წელს განახლდა და მას შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს. ტაძარი ღიაა
წმ. პეტრესა და პავლეს ეკლესია
მისამართი
ბერი თევდორეს ქ. #9
საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა
სულ 0 შეფასება
დატოვე შეფასება
თქვენ უნდა გქონდეთ ავტორიზირაცია გავლილი რათა შეძლოთ შეფასების დაწერა