მათხოჯის წმ. ნინოს დედათა მონასტერი

მისამართი
სოფელი მათხოჯი, ხონი

კოლხეთის დაბლობი – ეს ისტორიული ადგილი, ჩამავალი მზის სხივებით ლამაზად განათებული, იმერეთის კოხტა გორაკიდან ულამაზეს პანორამული ხედის სახით იშლება თქვენს თვალწინ. აქ მათხოჯის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერია, სიმწვანეში ჩაფლული თეთრი ქვით ნაშენი პატარა ეკლესია და დედათა კელიები. მონასტერი დაარსდა 1893 წელს, მე16 საუკუნეში აშენებული ეკლესიის ნანგრევებზე. კომუნისტურ ეპოქაში მსახურება დროებით იყო შეწყვეტილი. დასვენებისა და მონასტრული ცხოვრების გაცნობისთვის, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ესტუმროთ მონასტრის დედაოებს. დედაოები მისდევენ სოფლის მეურნეობას, ჰყავთ ოთხფეხა პირუტყვი, მოჰყავთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. შეისწავლება ტრადიციული ხელსაქმე, ხატწერა და სხვა.

გაითვალისწინეთ რომ, ეზოში შესაძლოა დაგხვდეთ დიდი ქართული ნაგაზი, რომელიც მონასტერში ცხოვრობს, მაგრამ არ არის აგრესიული ადამიანების მიმართ. 

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება