ქვის თაღიანი ხიდი აგებულია მდ. ჭიშურაზე. გადმოცემის მიხედვით ის აგებულია უდიდესი ქართველი მეფის თამარის მეფობის დროს (XII-XIII ს.). ხიდს ჰქონდა დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა, რადგან მასზე გადიოდა ქუთაისი-თბილისის დამაკავშირებელი გზა. ხიდის რეკონსტრუქცია პირველად მოხდა 1668 წელს, ხოლო შემდეგ 2018 წელს და ის დღემდე მოქმედია. საქართველოში რამდენიმე ასეთი თაღოვანი ხიდია, თაღოვანი ხიდების ქვეშ გამავალი მდინარეების ადიდებისას წყლის დარტყმის სიმძიმე თაღოვანი ხიდების ბურჯებზე მოდიოდა, ამიტომაც ბურჯები აუცილებლად კლდეებს ეყრდნობოდა. სწორედ ამიტომაც არის აშენებული თაღოვანი ხიდები მდინარეების კლდოვან ნაპირებზე, ქვების ლამაზ თაღოვან რკალს კი კირისა და ქვიშის ტრადიციული, უკვდავი დუღაბით ადუღაბებდნენ, რომელიც დღემდე არ დაშლილა.
თამარის ხიდი
მისამართი
სოფელი ნაგარევი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი
საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა
სულ 0 შეფასება
დატოვე შეფასება
თქვენ უნდა გქონდეთ ავტორიზირაცია გავლილი რათა შეძლოთ შეფასების დაწერა