ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

მისამართი
ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრი, ხარაგაული, სოლომონ მეფის 19.
სამუშაო საათები
24/7

ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკის საერთო ფართობი 104,933 ჰა-ს შეადგენს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში წარმოდგენილია კარგად შენახული და დაცული ტყის ჰაბიტატები, იშვიათი და განუმეორებელი ფლორა და ფაუნა, თვითმყოფადი და განუმეორებელი ლანდშაფტები. ეროვნულ პარკში არსებული ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა. ტურისტული მარშრუტების ქსელი ზღვის დონიდან 400 მ-დან 2,642 მ-ს აღწევს. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკარვე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების, კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს. იმერეთის რეგიონიდან ეროვნულ პარკში შეგიძლიათ შეხვიდეთ სოფელ მარელისიდან ან სოფელ ნუნისიდან. პარკში შესვლამდე აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ეროვნული პარკის ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრში.

მისამართი: ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრი, ხარაგაული, სოლომონ მეფის 19.

ღიაა: ეროვნული პარკი ღიაა ყოველ დღე, 24 საათი.

ხარაგაული ვიზიტორთა ცენტრის სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00, შაბათი 09:00-16:00

ბილეთის ფასი: 1 დღე ღამისთევის გარეშე – უფასო.

საკარვე ადგილი – 5 ლარი.

ღამისთევა თავშესაფარში – 20 ლარი.

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება