ჩანჩქერი საქუხარა

მისამართი
ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხანი

სოფელ ხანში, ქუთაისიდან 56 კილომეტრში, მდებარეობს რეგიონში ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერი საქუხარა. 25 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი ბუნების ხელუხლებელი ძეგლია. ბილიკი რომელიც ჩანჩქერამდე მიგიყვანთ, საკმაოდ ციცაბოა, თუმცა შესაბამისი აღჭურვილობით მისი უსაფრხოდ გავლა შესაძლებელია, ამისათვის დაახლოებით 15 წუთი საკმარისია. ჩანჩქერის მახლობლად, მდინარე კლდეში ჩაედინება და იქვე ამოედინება, ამ მიზეზით ადგილობრივები ამ ადგილს „ქვახვრელიად“ მოიხსენიებენ.

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება