კურორტი წყალტუბო

მისამართი
წყალტუბო
სამუშაო საათები
24/7

კურორტი წყალტუბო მდებარეობს ქუთაისიდან 9 კილომეტრის დაშორებით. ქალაქის უნიკალური ღირსშესანიშნაობაა მისი არქიტექტურა, რომელიც წარმოადგენს საბჭოთა, სტალინური ამპირის სტილში გადაწყვეტილ შენობებს, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ საჭიროებს აღდგენას, თუმცა სწორედ ეს ობიექტები იზიდავენ ინდუსტრიული ტურიზმის მოყვარულებს. წყალტუბო სამკურნალო წყლებით ცნობილი იყო ჯერ კიდევ VII-IX საუკუნეებში. სამკურნალო თვისებებით წყაროები დღესაც შეუდარებელია. მინერალური წყალი განეკუთვნება სუსტად რადონულ ქლორიდულ – მაგნიუმიან წყლებს. წყლის ტემპერატურა 33-35 გრადუსია, რბილი, კამკამა და უსუნოა. წყლები რეკომენდებულია, როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვისაც (3 წლიდან ზემოთ). დამსვენებლები იღებენ აბაზანებს სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის, ენდოკრინული სისტემის, გინეკოლოგიურ დაავადებების, რევმატიზმის, პოლიომიელიტის და ცერებრალური დამბლისას.

სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრები მდებარეობს ქალაქის შუაგულში გაშენებული ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე (78ჰა), საიდანაც ხდება აბანოების მიწისქვეშა მინერალური წყლით მომარაგება. პარკში გაშენებული მრავალწლიანი და იშვიათი ჯიშის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-ნარგავები, მარადმწვანე დეკორაციული მცენარეები და ყვავილნარი სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიან ქალაქში.

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება