პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმი

საკონტაქტო ინფორმაცია
+995 599 748 439
მისამართი
საჩხერე, სოფელი არგვეთა
სამუშაო საათები
სამშაბათი – კვირა, 11:00 – 17:00

პაოლო იაშვილი (1894-1937) ქართული ლექსის ერთ-ერთი ნოვატორი და ახალი ლექსის რეფორმატორი, ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანების “ცისფერყანწელების” თანადამაარსებელი. პაოლო იაშვილი იყო ფართო დიაპაზონის მქონე პიროვნება, ის მონაწილეობდა ყოველ ახალ წამოწყებაში, აქტიურად იყო ჩართული ლიტერატურულ ცხოვრებაში, მშვენივრად იცოდა ფერწერა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული თეატრის აღორძინებისთვის ბრძოლაში. სამწუხაროა, რომ პოეტი ახალგაზრდა ასაკში საბჭოთა რეჟიმს შეეწირა. მისი დევნა რეჟიმის მხრიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. 1937 წელს დიდი რეპრესიების დროს პაოლო იაშვილმა მწერალთა კავშირში თავი მოიკლა. მან ერთი ნაბიჯით დაასწრო საბედისწერო განაჩენს, რითაც ხალხის „მტრად“ შერაცხილისთვის ტყვია უნდა დაეხალათ. პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა იყო ერთ-ერთი ყველაზე გაბედული პროტესტი რომელიც გაისმა ბოროტების იმპერიაში. პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმში ინახება პოეტის პირადი ნივთები, ავეჯი და სხვა.

ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქისთვის: 3 ლარი

ბილეთის ფასი უცხოელისთვის: 10 ლარი

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება