ოქროს ჩარდახი

მისამართი
ცისფერყანწელების ქ., N 9
სამუშაო საათები
ორშაბათი – პარასკევი, 10:00-18:00

ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ქუთაისში შუა საუკუნეებში მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე განლაგებული იყო სამეფო რეზიდენცია. მოგზაურების ჩანაწერების მიხედვით ეს იყო სხვადასხვა ნაგებობებისაგან შემდგარი კომპლექსი. საუბარია თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. დღეისათვის სხვადასხვა დანიშნულების შენობათაგან შემორჩენილია მხოლოდ ერთი, ორსართულიანი შენობა, იმერელ მეფეთა მისაღები დარბაზი, რომელსაც „ოქროს ჩარდახს“ ეძახიან. მე-19 საუკუნეში „სასახლე“ საგრძნობლად გადაკეთდა, თუმცა მასში დღემდეა შენარჩუნებული მე-17 საუკუნით დათარიღებული ფრაგმენტები, ამიტომაც ის საინტერესოა, როგორც შუა საუკუნეების ქართული საერო ხუროთმოძღვრების ნიმუში. სასახლის ეზოში დგას 800 წლიანი ჭადრის ხე, რომელიც ასევე მე-17 საუკუნის უცხოელი მოგზაურების ჩანაწერებშია მოხსენიებული.

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება