საინტერესო ცნობებს რეგიონისა და ქალაქის წარსულის შესახებ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში მიიღებთ. აქ დაცულია დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის არტეფაქტები. ნახავთ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიანი შუასაუკუნეების ჩათვლით. საბჭოთა ოკუპაციის და ეკლესია-მონასტრების დახურვის შემდეგ იმერეთის და ახლომდებარე მხარეების ტაძრების ხატები და სიწმინდეები ამ მუზეუმში იქნა შემონახული. შეგიძლიათ დაათვალიეროთ უძველესი ტიხრული მინანქრის ნიმუშები, მათი მორთულობა და ჭედურობა.
ბილეთის ფასი: ზრდასრული – 5 ლარი
სტუდენტი – 3 ლარი
მოსწავლე – 2 ლარი
ინგლისურენოვანი გიდი – 15 ლარი