ბუნების/ისტორიული ძეგლი
მუზეუმი
კურორტი
რა ვნახო?
ქუთაისი და მისი შემოგარენი სავსეა მომნუსხველი ღირსშესანიშნაობებით,- ათასწლოვანი ქალაქის მიდამოები მოცულია მაღალკულტურული, ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებით; ქუთაისის ქუჩები, როგორც ცოცხალი მუზეუმი, საუკუნო არტეფაქტებს ინახავს.
კულტურის ქალაქის ირგვლივ იმერეთის ხიბლიანი ბუნება სრული მშვენიერებითაა წარმოდგენილი. სიამოვნებისგან თვალის გადასაღლელად ჩვენი მხარის სილამაზე მრავალფეროვან სანახაობებს გვთავაზობთ.
რესტორანი
კაფე
მეღვინეობა
სად ვჭამო?
სიბერემ იმერეთს სრულყოფილებამდე მისული გასტრონომია მოუტანა. ჩვენს მხარეში ტრადიციული კულინარია არამატერიალურ კულტურულ ძეგლად მიიჩნევა და ქუთაისური სუფრის მრავალფეროვნება ის იდეალია, რომლის სიამაყესაც გულით ვატარებთ.
ქუთაისი სავსეა რესტორნებით, კაფეებით, ბარებითა და თუნდაც, დახლებით, სადაც ტრადიციულ კერძებთან ერთად, თანამედროვე კულინარიული შედევრების დაგემოვნებაა შესაძლებელი.
საოჯახო სასტუმრო
აპარტამენტი
სასტუმრო
სად დავრჩე?
ერთი ღამით თუ ერთი თვით, ქუთაისში დარჩენა უცილობლად სწორი აზრია, – ამ ქალაქში გაღვიძება ერთი დიდი, ცალკე მდგომი ტურისტული ატრაქციაა.
ქალაქში ყველა ტიპის სასტუმროს შეხვდებით; განწყობისა თუ ბიუჯეტის მიხედვით, ასარჩევი მართლაც ბევრია.
ტურისტული სააგენტო
გიდი
ტურისტული მომსახურება
იმ ქალაქში, საიდანაც ისტორია დაიწყო, ტურისტთათვის სატრფიალო ბევრია. იმისათვის, რომ ქუთაისში მოგზაურობა გაადვილდეს, თავმოყრილ, დახარისხებულ ინფორმაციას გთავაზობთ.
ტურისტული კომპანიებისა და მათი მომსახურებების გასაცნობად, დამოუკიდებელი გიდების შესარჩევად, შეგიძლიათ დეტალურ სიას გაეცნოთ.
სათავგადასავლო გართობა
გაეცანი უხვ აქტივობებს იმერეთის მიდამოში. დაიპყარი მწვერვალები, ისწავლე ხელნაკეთი მინანქრის ნივთების შექმნა ან იგრძენი იმერეთის მდინარეების დინება კანოეში!
იმერეთი სავსესა საოცარი და სათავგადასავლო აქტივობებით. აქ გატარებული დრო ბევრად მეტად საინტერესო შეგიძლია გახადო!
ტიხრული მინანქარი, მეთურნეობა.
შემოქმედებითი ტურიზმი
მეთუნეობა და ტიხრული მინანქარი საქართველოში გავრცელებული უძველესი პროფესიებია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა და უამრავი განსაკუთრებული ჭურჭელი და მინანქარი შემოგვინახა.