Covid 19

სათაფლიის ნაკრძალი ქუთაისთან ახლოს, ქალაქიდან 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ მილიონობით წლის წინ მცხოვრები დინოზავრების ნაკვალევი, იმოგზაუროთ პრეისტორიულ კარსტულ მღვიმეში და მოინახულოთ კოლხური პარკი. სათაფლიის მინის ტერასიდან შეგიძლიათ დატკბეთ იმერეთის ულამაზესი ხედებით. ნაკრძალის ტერიტორიაზეა საგამოფენო დარბაზი, სადაც განთავსებულია დინოზავრების ინტერაქციული მულიაჟები. ნაკრძალი დაარსდა 1935 წელს. მის ტერიტორიაზე, საერთო ჯამში, აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახისმჭამელი დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი. ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს 354 ჰა-ს.

გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და მღვიმე დროებით დაკეტილია, თუმცა ნაკრძალის ტერიტორიაზე შესვლა და სხვა სანახაობების დათვალიერება შესაძლებელია. 

ღიაა: სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 10:00-17:00

ბილეთის ონლაინ შეძენა: www.guru.ge/ticket