Covid 19

ბალნეოლოგიური კურორტი სულორი მდებარეობს მდინარე სულორის ნაპირთან. ამ პატარა, 15 კმ სიგრძის მდინარეს მხოლოდ 2 შენაკადი აქვს, აქედან მოდის მისი სახელიც (სულ ორი). კურორტსაც მისი სახელი ჰქვია ვინაიდან და რადგანაც სამკურნალო თბილი წყალი სულორის კლდიდან გამოედინება. კურორტი სულორის წყალი ზამთარ-ზაფხულ 38 გრადუსს აღწევს, ის გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური პრობლემების დაავადებების სამკურნალოდ. კურორტს აქვს საკუთარი პოლიკლინიკა თავისი აღჭურვილობითა და ბალნეო-თერაპიული მკურნალობისთვის განკუთვნილი 32 ინდივიდუალური აბაზანით.

 

მდებარეობა: ვანის მუნიციპალიტეტი, ქუთაისიდან 40 კმ.