Covid 19

ორსართულიანი კარსტული მღვიმე, 4 დარბაზით, განსხვავებული და ლამაზი ფორმის მღვიმური წარმონაქმნებით. აქ სტალაქტიდის მოპირისპირედ წარმოიქმნება სტალაგმიტი, ისინი ერთად ქმნიან სტალაგნატს, მისი რაოდენობა მღვიმეში 120-ია, რაც ბევრად აღემატება სათაფლიისა და ახალი ათონის მღვიმეებში არსებულ სტალაგანტთა რიცხვს. მღვიმის ჯამური სიგრძე 210 მეტრია, ტემპერატურა მუდმივად 14 გრადუსი. მღვიმეს აქვს ერთი შესასვლელი და გამოსასვლელი. მღვიმეში ოჯახთან ერთად მოგზაურობა შესანიშნავი იდეაა. მღვიმესთან მოწყობილია ვიზიტორთა ცენტრი ამფითეატრი, კაფეტერია, სუვენირების მაღაზია, საგანმანათლებლო სივრცე და საბავშვო გასართობი სივრცე. ქუთაისიდან ნავენახევის მღვიმე დაშორებულია 20 კმ-ით. 

 

მისამართი: სოფელი ნავენახევი, თერჯოლა

სამუშაო დღეების და ფასის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.guru.ge