Covid 19

გულაშვანის ტყე-პარკი, ხელოვნურად გაშენებულ 30 სახეობის წიწვოვანი ტყის კორომს წარმოადგენს. ის მდებარეობს სოფელ ხანის ჩრდილო-აღმოსავლეთით 5 კმ-ის დაშორებით, მდინარე ხანის ხეობაში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლზე. კორომი გაშენდა 1977 წელს. მკველვარების მიზანი იყო გამოევლინათ გამძლე სახეობები, რომლებიც იმ პერიოდში გავრცელებულ მცენარეთა დაავადებებს გაუძლებდნენ. შეიკრიბა 33 სახეობის წიწვოვანი მცენარის თესლი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან და გაშენდა 5 ჰა ფართობის ტერიტორიაზე. 33დან 30მა სახეობამ გაიხარა და კორომი დღეისთვის საინტერესო ადგილს ქმნის. გულაშვანის ტყე-პარკამდე მანძილი ქუთაისიდან 55 კმ.-ს შეადგენს.