ოკაცეს კანიონის მიდამოებში მდებარეობს ბუნებრივი წარმოშობის პატარა ტბები. დათვის ტბა ერთ-ერთი გამორჩეულია, კლდეებით შემოსაზღვრული, კამკამა წყლითა და ლამაზი ფერებით. ტბამდე მისასვლელი ბილიკი სახიფათოა, თუმცა კლდოვანი, ხავსით დაფარული გზა ექტრემალური დასვენების მოყვარულებს აუცილებლად მიიზიდავს.
გაითვალისწინეთ, რომ ტბასთან მისასვლელად საჭიროა შესაბამისი აღჭურვილობა, გარკვეულ მონაკვეთზე საჭიროა სპეციალური თოკებით დაშვება.
მის: ხონის მუნიციპალიტეტი, ოკაცეს კანიონის მიმდებარედ