• ქალთა კლუბი _ ქართული ფემინისტური მოძრაობის ქუთაისური საწყისების მცირე ანალიზი

    ქალთა კლუბი _ ქართული ფემინისტური მოძრაობის ქუთაისური საწყისების მცირე ანალიზი

    როგორი იყო პირველი ,,გვირილობა“ ქუთაისში? პირველი ,,გვირილობის“ წარმოდგენისას გონებაში იქარგება ძაფი წარსულისა და ჩვენ თვალწინ მალე გამოისახებიან გიმნაზიელი გოგონები თავიანთი სპეციფიკური ტანისამოსითა და სინატიფით. ახალგაზრდა ქალების მიერ მოკრეფილი გვირილები საფუძვლად დაედება ჩვენს მდიდარ წარმოსახვას და ამ დროს გაცოცხლდება ცხადი მოგონება იმ გიმნაზიელი ქალებისა, რომლებიც ყვავილების გაყიდვით მოგროვებულ ფულს ქველმოქმედებისთვის იყენებდნენ.  განა არის რამე ამ სურათზე…

  • დიაქრონიული ადამიანები

    დიაქრონიული ადამიანები

    ის, რაც თქმამდე მოხდა –  წარსულია, რაც თქმის შემდეგ მოხდება –  მომავალი (თვით ლაპარაკის პროცესის ჩათვლით, სადაც სიტყვა წარმოთქმისთანავე წარსული დროის საკუთრება ხდება). ჩემთვის ერიც ორწევრიან სისტემად მოიაზრება –  ერთი ერთობლიობაა ცოცხლებისა და მკვდრების. თუ ერს მკვდრები არა ჰყავს, ის ჯერ კიდევ არ არის  ერი. თუ ერს არა ჰყავს ცოცხლები, ის უკვე აღარ არის ერი.…

  • Ars Poetica

    Ars Poetica

    ზოგჯერ ქუთაისზე საუბარი პოეზიის გარეშე უცნაური და არაბუნებრივიც კია. ამიტომ დროა, კარმელის მსგავსად, ჩვენც წამოვიღოთ „ელენეს ხსოვნა იმერეთისკენ“. როგორც წესი, ამ დროს პირველად მაინც „ცისფერყანწელები“ გაგვახსენდება, მათ შორის კი პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე, ისინი, ვინც ხან ანანურთან ელოდებოდნენ თამუნია წერეთელს (ტიციან ტაბიძე – „ანანურთან“), ხან დედას ღვთისმშობელთან უშვებდნენ, ამ უკანასკნელს მისთვის შვილის სახელზე ლოცვა…

  • ცხოვრება და მოღვაწეობა დიდი ქართველისა და ქუთათურისა ნიკო ნიკოლაძისა

    ცხოვრება და მოღვაწეობა დიდი ქართველისა და ქუთათურისა ნიკო ნიკოლაძისა

    დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე, მოაზროვნე, პუბლიცისტი, ,,ევროპული მნიშვნელობის (და მნიშვნელობით) პირველი ქართველი ჟურნალისტი ნიკო ნიკოლაძე გახლდათ მრავალმხრივი პოლიტიკური და პრაქტიკოსი მოღვაწე. შესანიშნავი ფინანსისტი, ეკონომისტი, იურისტი. ინოვატორი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ტყუილად არ უწოდა მას არჩილ ჯორჯაძემ ,,ულმობელი საქმის კაცი“.      ,,ნიკო    ნიკოლაძის     გონიერებისა,    მიხვედრილობისა  და  ყველასაგან   ცნობილის   ნიჭიერების   დიდი  პატივისმცემელი   ვარ“ – ამბობდა მასზე ასევე…

  • ვაჟა ფშაველა ჭიათურაში

    ვაჟა ფშაველა ჭიათურაში

    გასულმა საუკუნემ  მრავალი საინტერესო ტრადიციით დაგვამახსოვრა თავი მაგრამ, ერთ-ერთ საუკეთესო ტრადიციად შეიძლება მივიჩნიოთ მწერლების შეხვედრა მკითხველთან და საკუთარი შემოქმედების თავადვე წარდგენა.  ძველმა პერიოდულმა პრესამ და თანამედროვეთა მოგონებებმა 1913 წელს  დიდი ქართველი მწერლის, ვაჟა ფშაველას დასავლეთ საქართველოში მოგზაურობის საინტერესო დეტალები შემოინახა.  ვაჟას გენიალურ შემოქმედებაზე უამრავი დაწერილა და კიდევ დაიწერება, მე მინდა თვითონ მოგონებებში შემორჩენილ საინტერესო ეპიზოდებზე…

  • საჰაერო  გზა  რიონის თავზე

    საჰაერო  გზა  რიონის თავზე

    1961 წლის  29 მაისი. უამრავი ქუთაისელი შეკრებილა  რიონის მარცხენა ნაპირას, ალექსანდრე წულუკიძის სახელობის  სკვერში –  ახლადნაგები   ბაქნის  მიმდებარედ. ყველა ზემოთ  იცქირება, მძლავრად გაჭიმული ბაგირისაკენ, რომლის მეორე ბოლო კულტურისა და დასვენების პარკში აღმართული  მეორე  სადგურისაკენ მიემართება. სულ  ცოტაც და… მოხდება  ქალაქის  უახლოესი  ისტორიისათვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი: ამ ბაგირის მეშვეობით, სადგურებიდან  ერთმანეთის საპირისპიროდ დაიძვრება   ხალხით …

  • ფეხბურთი და ქუთაისი: ადგილობრივი და გლობალური დამოკიდებულებების სოციოლოგიური ანალიზი

    ფეხბურთი და ქუთაისი: ადგილობრივი და გლობალური დამოკიდებულებების სოციოლოგიური ანალიზი

    2024 წლის 26 ივნისს არამხოლოდ ქართული, არამედ ევროპული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი მოვლენა სამუდამოდ გახდა კოლექტიური თუ ინდივიდუალური მეხსიერების განუყოფელი ნაწილი. მარტივი წინადადება, რომელიც ოფიციოზის ენით აღწერს იმას, თუ როგორ მოახერხა საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა, სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებული თავგადასავლისა და ისტორიის დასაწყისი თუ დასასრული, დიდი ამბის განმსაზღვრელი, მოზაიკის ის ნაწილი…

  •  ოდისეა: საქუთაისო

     ოდისეა: საქუთაისო

    საინტერესო თავგადასავლები მოულოდნელად იწყება. ამისთვის სულაც არაა საჭირო, ათი წელი ომიდან დაბრუნებულმა „ზღვის გულზე” იხეტიალო, ოლიმპოზე მცხოვრები ღმერთები გამოგეცხადონ, „შავეთის აჩრდილებს“ შეხვდე, ისეთი ხალხი ნახო, ღმერთებსა და ადამიანებს შორის რომ არიან, მათი ხასიათი შეისწავლო, საკუთარი თავიც ბევრნაირად, სხვადასხვა სიტუაციაში გამოსცადო და ბოლოს მიხვიდე სახლში, იქ, სადაც გელოდებიან.  საინტერესო ამბებს დასაწყისიც მოულოდნელი აქვს. ხოდა, ჩვენც ასე…