აღმოაჩინე ქუთაისი და მისი შემოგარენი
სასტუმრო "ნიუპორტი ქუთაისი" მდებარეობს ქალაქ ქუთაისის ცენტრში, აღმაშენებლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. სასტუმროს შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც 1914 წელს აშენდა. სასტუმროში განთავსებულია 34 ნომერი, აქედან 2 ლუქსის ტიპის, 13 თვინ ტიპის და 19 სტანდარტული ტიპის ნომერი. სტუმრებს საშუალება აქვთ ისიამოვნონ ქუთაისის ხედებით სასტურმროს ტერასიდან.
ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, ხახანაშვილის ქუჩაზე განთავსებულია სასტუმრო- ბუტიკი „სოლომონი“. საინტერესო ადგილი იმათთვის ვისაც მოწყინდა სტანდარტული და ტიპიური სასტუმროების ერთფეროვანი ინტერიერი.
სასტუმრო „სოლომონი“ კრეატიულობისა და ექსლუზიურობის თვასაჩინო ნიმუშია, გააჩნია ინდივიდუალური სტილი და უნიკალურია, ვინაიდან დაშენებული ძველ ქუთაისურ სახლზე (1895წ), რომლის ინტერიერმაც ორგანულად შეითავსა თანამედროვე დიზაინის ელემენტები.
ბუტიკური სასტუმროების სტანდარტების შესაბამისად სასტუმრო „სოლომონში“, ოთახების რაოდენობა არ აღემატება 16 ნომერს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დაწესებულების სტატუსს. სტუმრების განკარგულებაშია ღვინის მარანი, რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი. (გათვლილი 30-45 ადამინზე).
სასტუმრო Best Western Kutaisi მდებარეობს ქუთაისის ცენტრში. სასტუმროდან რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს თეთრი ხიდი, რომელსაც პირდაპირ მივყავართ ქალაქის ისტორიულ ცენტრში. აღდგენილი პატარა ფილაქნის ქუჩები და ერთსართულიანი შენობები ქალაქის ნამდვილ ხიბლს წარმოადგენს. ადგილობრივი მოსახლეობის თბილი სტუმართმოყვარეობა და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები – ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი, ქუთაისს ქართველი და უცხოელი ტურისტების ერთ–ერთ ძირითად დანიშნულებად აქცევენ. სასტუმრო ბესთ უესტერნ ქუთაისში ერთმანეთს შერწყმულია თანამედროვე გარემო და ადგილობრივ კულტურა. სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს მომსახურების საერთაშორისო დონეს, რომელიც ასევე შესანიშნავად ერწყმის ადგილობრივ სტუმართმოყვარეობას. სასტუმრო გთავაზობთ თანამედროვე ინტერიერისა და კომფორტის მქონე 45 მყუდრო ოთახს და სასიამოვნო გამოცდილებას გპირდებათ, როგორც დასვენებისთვის ასევე ბიზნეს ვიზიტებისთვის. სასტუმრო ბესტ უესტერნ ქუთაისის ტერიტორიაზე განთავსებულია ორი რესტორანი და ბარი. სასტუმროს შეხვედრის ოთახებში შესაძლებელია 100 დელეგატამდე განთავსება, ფართო დასასვენებელი ადგილებით.
სასტუმრო "გრანდ ოპერა" წარმოადგენს ბუტიკის ტიპის სასტუმროს ქუთაისის ძველ ისტორიულ უბანში. "გრანდ ოპერაში" განთავსებულია 11 ტიპის 22 კომფორტული სასტუმრო ოთახი. ყოველი ოთახი გაწყობილია ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, ნამდვილი ხის ავეჯით უმაღლესი ხარისხის მატრასებით და თეთრეულით. მაღალი კატეგორიის ოთახების იატაკი ეკოლოგიურად სუფთა ხის პარკეტითაა მოპირკეთებული (ასევე გვაქვს ოთახები ხალიჩის იატაკით და კერამიკის იატაკით).
სასტუმრო "ბროწეული" მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ მოედანთან 400 მეტრის დაშორებით. აქ თქვენ დაგხვდებათ განტვირთვის საჭირო წყნარი და მშვიდი გარემო.
სასტუმროდან იშლება საოცარი ხედები მცირე კავკასიონზე, სასტუმროს ტერასიდან დაინახავთ გელათის სამონასტრო კომპლექსს და ბაგრატის ტაძარს. სასტუმროს აქვს 5 საუკუნის ჭურები, ეზოში ნახავთ მე-5, მე-6 საუკუნის შენობას. სასტუმროს შენობის არქიტექტურაში შერწყმულია ხის და ქვის მასალა, რაც ქმნის მშვიდ და სასიამოვნო გარემოს. საერთო ტერასიდან დღის და ღამის განმავლობაში იშლება ქუთაისის პანორამული ხედი. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ მზის ამოსვლის და ჩასვლის სილამაზით.
სასტუმრო ქალაქის ცენტრიდან დაშორებულია 700 მეტრით.
საოჯახო ტიპის სასტუმროს, ერთდროულად შეუძლია მიიღოს 10 ტურისტი.
სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დააგემოვნონ ქართული კერძები. სასტუმრო სახლს აქვს საკუთარი მარანი, სადაც ტურისტებს იმერული ღვინის დაგემოვნება შეუძლიათ.
SAN GUEST HOUSE ნებისმიერ ტურისტს ბიუჯეტურ ფასად ემსახურება და თავაზობს ექსკურსიებს საქართველოს მასშტაბით, ვინაიდან გვაქვს ავტომანქანების გაქირავების სერვისი. მსურველებს შეუძლიათ, სხვადასხვა მარკის და ტიპის ავტომანქანებით და მინიბუსებით ისარგებლონ. ექსკურსიის დაგეგმვა შეუძლიათ თავად ტურისტებსაც.
ჩვენ გთავაზობთ სრულ კომფორტს, წელიწადის ნებისმიერ დროს.
კაფე-რესტორანი "დაკარგული სამოთხე" გთავაზობთ ქართულ და ევროპულ სამზარეულოს ფართო ასორტიმენტს. რესტორნის გვერდით მდებარე ჩაის სახლში კი შესაძლებელია დააგემოვნოთ 47 დასახელების ჩაი. რესტორანს აქვს გამორჩეული ინტერიერი, რომელიც თავს მყუდროდ გაგრძნობინებთ.
ქალაქ ქუთაისში, ბესიკ გაბაშვილის კულტურისა და დასვენების პარკში გიმასპინძლებთ ბარ-რესტორანი “ამბრელა”, სადაც თქვენ შეგიძლია მოისმინით ცოცხალი მუსიკა, დაესწროთ ლიტერატურულ საღამოებს და სიამოვნება მიიღოთ როგორც ქართული, ასევე უცხოენოვანი ფილმების ჩვენებით. უგემრიელეს კერძებთან ერთად შეგიძლიათ დატკბეთ ჩვენი ქალაქის ულამაზესი ხედებით. “ამბრელა”- გემოვნება, კულტურა და გემრიელი კერძები ერთ სივრცეში.
"თინას ეთნო მარანი" მდებარეობს ქუთაისის ძველ უბანში, საფიჩხიაზე, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ იმერული საოჯახო მარნის ღვინოები იმერულ კერძებთან ერთად და მონაწილეობა მიიღონ მათ მომზადებაში შესაბამისი მასტერკლასების მეშვეობით. ასევე ყველაზე კარგად გაიცნონ იმერული სტუმარმასპინძლობის ტრადიციები, კულტურა და ჩვენი ეთნო კუთხე.
რესტორანი გთავაზობთ ქართულ, ტრადიციულ, უგემრიელეს კერძებს, საუკეთესო ხარისხის და გემოს გარანტიით!
MiniArt cafe & gallery მდებარეობს რიონის მარჯვენა სანაპიროზე განლაგებულ ქუთაისის ერთ-ერთი უძველეს უბანში, “ბჟოლებში”, კერძოდ, გალაკტიონ ტაბიძის N16-ში. სივრცე მოიცავს საგამოფენო დარბაზს, სადაც განთავსებულია ქუთაისის ხელოვანთა საზოგადოების ნამუშევრები და კვების ობიექტს, რომელიც საშუალებას მოგცემთ დააგემოვნოთ ადგილზე დამზადებული უგემრიელესი კრუასანები და ყავა, ასევე გთავაზობთ მცირე მარნების მიერ წარმოებულ ადგილობრივ ღვინოს.