სასტუმრო "წყალტუბო პლაზა“ სტუმარს სთავაზობს თანამედროვე, კეთილმოწყობილ გარემოს და რაც მთავარია ჭეშმარიტად გამორჩეულ სერვისს. სასტუმრო მდებარეობს ქალაქ წყალტუბოს ცენტრში, მთავარ მოედანზე. სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს რამოდენიმე ბალნეოლოგიური ცენტრი, რაც წყალტუბოში დასვენებას უფრო მიმზიდველს ხდის.
სასტუმრო ნიკალა მდებარეობს იმერეთის რაიონის ქალაქ წყალტუბოში, 10 წუთის სავალზე ტბიდან "ცივი". ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 15 წუთის სავალ მანძილზე, ავტოსადგურიდან ავტომობილით 5 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 5 წუთის სავალ მანძილზე.
სტუმრების განკარგულებაშია მასაჟისტის მომსახურება სასტუმროს ტერიტორიაზე.
მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებლია მზა პროდუქტების შეკვეთა და მოტანა სასტუმროში. არის საერთო სარგებლობის სამზარეულო, სადაც სტუმრებს თავად შეუძლიათ მოამზადონ კერძები.
სასტუმრო "ვილა ედემი" მდებარეობს კურორტ წყალტუბოში, ცივი ტბიდან 100 მეტრის დაშორებით. თუ უკვე დაგეგმეთ ესტუმროთ მწვანე ქალაქს დასასვენებლად, თქვენთვის საუკეთესო არჩევანია ეკოლოგიურად სუფთა 7 ხის კოტეჯი. თითოეული კოტეჯი მოვაწყვეთ ისე, რომ კარგად განიტვირთოთ და მაქსიმალურად დატკბეთ ბუნებასთან სიახლოვით. ჩვენს ეზოში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ბუხარში შეწვარი მწვადი ან ბუნგალოში მიირთვათ ცივი წვენი თუ კოქტეილი.
მწვანე ქალაქში დაგხვდებათ - თერმული წყლები, ცივი ტბა, ხელუხლებელი ბუნება, სუფთა ჰაერი, სიმყუდროვე და რათქმაუნდა ჩვენი საუკეთესო ხის კოტეჯები სადაც აუცილებლად უნდა დაბინავდეთ.
სასტუმრო “არგო” ფუნქციონირებს 2012 წლის 1 სექტემბრიდან. იგი აღჭურვილია თანამედროვე ევროპული ავეჯით და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.
სასტუმრო წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში, საკურორტო-ბალნეოლოგიურ ზონაში მდებარეობს.
სასტუმროს აქვს 31 ნომერი. ერთდროულად სასტუმროში შესაძლებელია 68 ადამიანის დაბინავება.
სასტუმრო მდებარეობს კურორტ საირმეში, რომელიც გამოირჩევა უნიკალური სამკურნალო თვისებებით.
სასტუმრო ულამაზესი ხედებით, რომელიც გთავაზობთ მაღალი ხარსხის მომსახურებასა და სრულ კომფორტს დაბალ ფასად.
4-ვარსკვლავიანი სასტუმრო "საირმე" 152 ოთახს აერთიანებს და 390 ადამიანზეა გათვლილი. სასტუმროს კომფორტული, მყუდრო და მშვიდი საცხოვრებელი სივრცე განსაკუთრებული დაცვის სერვისით გამოირჩევა. სასტუმრო ცენტრალური პარკითაა გარშემორტყმული, რომლის გამწვანებაზე ყოველდღიურად განსაკუთრებული სიფრთხილით ზრუნავენ. მოწყობილია ბილიკები, მოსასვენებელი და გასართობი სივრცეებიც.
სასტუმრო EMPIRE HOTEL მდებარეობს ქუთაისის შუაგულში. სასტუმროს ირგვლივ განლაგებულია ქუთაისის მთავარი ღირსშესანიშნაობები: ბაგრატის ტაძარი, ისტორიული მუზეუმი, თეთრი ხიდი, ძველი ქუჩები ბარებითა და რესტორნებით. სასტუმრო განლაგებულია სამ სართულზე და თავის მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი სტანდარტების მქონე, 14 ლუქსისა და 11 სტანდარტული ტიპის ნომერს. ჩვენ გთავაზობთ მყუდრო გარემოს, სტუმართმოყვარე პერსონალს და საუკეთესო, 24 საათიან სერვისს მისაღებ ფასებში. ფასთან და ხარისხთან შესაბამისად თქვენ მოგემსახურებათ მაღალპროფესიული და კვალიფიციური პერსონალი, ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობით.