მოწამეთას მონასტერი

მისამართი
სოფელი მოწამეთა, ტყიბული
სამუშაო საათები
09:00 – 18:00

მდინარე წყალწითელას ხეობაში,იმერეთის ხავერდოვან მთებში, ჩაფლულია ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი – მოწამეთას მონასტერი. „მოწამეების ადგილი“, „მოწამეების კუთვნილი“ – ამ მნიშვნელობას ატარებს მონასტრის სახელწოდება, რომლის აღქმა და წარმოთქმა ხშირად რთულია უცხოელი სტუმრებისთვის. XIII საუკუნეში, საქართველოში, ხალიფა მურვან ყრუს შემოსევის დროს, არაბებმა არგვეთის ერისთავები დავითი და კონსტანტინე აწამეს და მათი ცხედრები მდინარე წყალწითელაში ჩაყარეს. მდინარემ გამორიყა მოწამეების ნეშტი ზუსტად იმ ადგილას, სადაც დღეს მონასტერი მდებარეობს. დავითი და კონსტანტინე არაბების მიერ დანგრეულ ხარების ეკლესიაში დაკრძალეს. ეკლესია მოგვიანებით აღადგინეს და მას წმინდანად შერაცხული ძმების მხეიძეების სახელობა მიანიჭეს.

შესვლა უფასო.

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება