DMO იმერეთში საინფორმაციო შეხვედრა შედგა ქუთაისის კვების ობიექტების წარმომადგენლებთან.
შეხვედრა ქუთაისის განახლებული ტურისტული საიტის ახალ ოპციებსა და სერვისებს ეხებოდა.
სტუდია ReRo • რერო-ს დირექტორი, ვებ და აუდიო-ვიზუალური დეველოპერი ბექა იობიძე სტუმრებს საიტის მუშაობაში უშუალო ჩართულობისა და საკუთარი ობიექტების დარეგისტრირების შესახებ ესაუბრა.