ოკაცეს ჩანჩქერი

მისამართი
ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. კინჩხას მიდამოები
ვებსაიტი
სამუშაო საათები
10:00-18:00

მდინარე საწისქვილოს ხეობაში, კავკასიონის კირქვული ზონის ერთ-ერთი მაღალი მთათა სისტემა ასხის მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმოედინება კინჩხის ჩანჩქერების კასკადი. პირველი ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 25 მეტრია, მეორის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს, კასკადის მესამე საფეხური დაახლოებით 30 მ სიმაღლისაა. წყალვარდნილამდე მისასვლელად კანიონში გზას გაგიკვალავთ კომფორტული და უსაფრთხო ბილიკი და აქვე მოწყობილი პლატფორმებიდან შეძლებთ ფოტოზე აღბეჭდოთ ბუნების ხელუხლებელი სილამაზე. მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს შეგიძლიათ ZIP LINE -ით გაიმდიდროთ თქვენი შთაბეჭდილებები. ქუთაისიდან ოკაცეს ჩანჩქერი დაშორებულია 55 კმ-ით.

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება