ჭიათურა – ჩოგბურთის ქართული ისტორიის დასაწყისი
ძველ ქვაფენილებს ოქროსფერი მზის სხივები ნაზად ეხება, ჰაერი კი მანგანუმის ფერად სუნთქავს. ქვის სახლებს შორის, ვიწრო ეზოში, უცხო ხმა ისმის – ბურთის და ჩოგნის შეჯახების მკაფიო ხმა, რომელიც ადგილობრივებს ჯერ უცნაურად ეჩვენებათ, შემდეგ კი მომაჯადოებლად იზიდავს. ჩოგბურთის ისტორია საქართველოში XIX საუკუნის მიწურულს ჭიათურიდან იწყება – იმ დროისათვის, როცა ქვეყანა კვლავ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო და…
ახალი მოდა: ბანდოდან მარგალიტის ყელსაბამამდე
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის კულტურულ მიმართულებაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მოდაც, როგორც საზოგადოების კულტურული მოწყობისა ერთ-ერთი ინდიკატორი. ქუთაისური მოდა ამ ისტორიაში საკმაოდ დიდ და საინტერესო ადგილს იკავებს. აბრეშუმის, როგორც ქსოვილის, წარმოებაც საქართველოში მე-19 საუკუნის ქუთაისთანაა დაკავშირებული. 1889 წელს ქუთაისის იმდროინდელ გუბერნიაში, ჩვენი ქვეყნის პირობებში ყველაზე ადრე, ორი პატარა ძაფსახვევი ფაბრიკა ფუნქციონირებდა და…
1920-იანი წლების ქუთაისი: მოგონებები და რეპრესირებულთა დაკარგული ისტორიები
დორი ლაუბი, რომელიც ფსიქოანალიტიკოსი და იელის უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ, ტრავმისა და ტრავმის გაცხადებასთან, მის გამოხატვასა და მისი მოსმენის შესახებ კვლევებზე მუშაობისას აყალიბებს მნიშვნელოვან შეხედულებებს იმის შესახებ, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც პიროვნება თავის ადამიანურ ტკივილს, აქამდე მისთვისაც ბოლომდე გაუცხადებელ და შეუცნობელ ფენომენს გაუზიარებს სხვას, იპოვის თავის მსმენელს, რომელიც გახდება ერთადერთი მოწმე ამ ჩვენებისა და ყოვლად…
ეპიტაფია
ყველაზე სევდიანი, იდუმალი და თავისებურად მომხიბლავი ადგილი, რომელიც მრავალ ფიქრსა და მოგონებას ბადებს და თავისდაუნებურად ფილოსოფიური ფიქრებისთვის ნაყოფიერ გარემოს ქმნის. საუკუნეების განმავლობაში ძვირფასი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს ადამიანები სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ერთ-ერთი გამოხატულება საფლავის – ,,საუკუნო განსასვენებლის“ მოწყობაა. მემორიალური ძეგლები ,,დრო და ჟამის“ შესაფერად მუდმივად იცვლებოდნენ. რამდენი რამის მოთხრობა შეუძლიათ საფლავის ქვებს, როგორც პროფესიონალი მკვლევარებისათვის, ისე…
მედია, მეხსიერება და ნაციონალური იდენტობა: მე-19 საუკუნის ქართული მედიის მცირე მიმოხილვა.
მედიის როლი ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაში ნაციონალიზმის შესახებ დისკურსისთვის უცხო არ არის. ბეჭდვითი მედიის, განასკუთრებით კი, ჟურნალ-გაზეთების კოლოსალური გავლენა ცალსახად გადამწყვეტი აღმოჩნდა ნაციონალიზმისა და ეროვნული იდეების, ეროვნული წარმოსახვის ფორმირებისთვის. რამდენიმე მსგავსი გამოცემა და გაზეთი მე-19 საუკუნის ქართული აზრის ნაყოფიც გახლავთ, რომელთაც ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ ქართული ნაციონალიზმისა და ეროვნული იდენტობის რაობისა და წარმოშობის შესახებ დებატისთვის. მოცემულ…
დარიანული – ელლის და კატის ამბავი
რამდენიმე ხნის წინ კიდევ ერთხელ „გადავიმეორე“ კარვერის მოთხრობის აუდიო ვერსია – „რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე.“ საკუთარ თავთან ეს კითხვა ამ სათაურის ყოველი გახსენებისას მიჩნდება და გულწრფელი რომ ვიყო, პასუხი არ მაქვს. ალბათ – ყველაფერზე. მერე იმაზეც დავფიქრდები ხოლმე, რომ არა ვუდი ალენისეული პარიზი, ხომ იქნებოდა ქუთაისიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ასეთივე და იქნებოდა…
ტერენტი გრანელის უცნობი მუზა
ვისაც წაუკითხავს ტერენტი გრანელის “სიკვდილის შემდეგ” (“…მოვკვდები ღამით, გათენებისას…”), უთუოდ განსაკუთრებულად მოაგონდება ამ ნაწარმოების ერთი პასაჟი: “კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემ საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.” ვინ იყო ეს იდუმალი ქალბატონი? 2019 წლის 11 ნოემბერს facebook – ზე, ჩემს კედელზე, ტერენტი გრანელის…
ჭიათურა- საჰაერო ვენეცია
ქალაქი, რომელიც თავისი გამორჩეული ლანდშაფტით სხვა ქალაქში არასოდეს აგერევა. გამორჩეულმა მდებარეობამ ბევრი რამ განაპირობა ყვირილის ხეობის განაშენიანებაში, მაგალითად ის, რომ სწორედ კლდეებისა და მღვიმეების სიმრავლემ და სიმარტივემ მოიყვანა აქ ჯერ კიდევ მეზოლითელი ადამიანი. მდებარეობის დამსახურებაა, რომ ამ ტერიტორიებზე შემორჩენილია არაერთი ,,სახიზარის“ ნაშთი. ( ტყეც კი გვაქვს სახელწოდებით-,,ნახიზნევი“). მდებარეობის დამსახურებაა, რომ ქალაქში, რომლის მოსახლეობა 12 ათას…
ფრინველკაცის ამბავი
რა თქმა უნდა, ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოების შემოთავაზებას არ ვაპირებ, ერთი საინტერესო კაცი მინდა, გავიხსენოთ. „ფრინველკაცი“ უახლოესმა მეგობარმა- ქართული მწერლობის თვალსაჩინო ფიგურამ და ქართული ალპინიზმის კოლორიტულმა წარმომადგენელმა, მრავალტანჯულმა კაცმა – ლევან გოთუამ უწოდა ალექსანდრე (ალიოშა) ნემსიწვერიძეს, ანუ, უბრალოდ, ატეს (როგორც შინაურულად მიმართავდა ხოლმე).
ქალთა გიმნაზიის რევოლუციონერი ქალები
„ომს არ აქვს ქალის სახე“, სვეტლანა ალექსიევიჩი როცა აღმოვაჩენთ, რომ წარსული დაგვავიწყდა, კოლექტიურმა მეხსიერებამ გვიმტყუნა, მივხვდებით, რომ ეს მდგომარეობა იმაზე დიდხანს გრძელდება ხოლმე, ვიდრე, როგორც წესი, რომელიმე მოვლენის ან ფაქტის გახსენებას დასჭირდებოდა. ეს, ერთი შეხედვით, აბსტრაქტული შესავალი ეძღვნებათ ქალებს, რომლებიც ქმნიდნენ ისტორიას თავიანთი ცხოვრებით, უფრო კი – მოღვაწეობით. დღეს მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20…
სახლის სიმბოლური დატვირთვის მცირე ანთროპოლოგიური ანალიზი ქუთაისის მაგალითზე
სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიისათვის საკმაოდ საინტერესოა ის საკითხი, თუ როგორ ან რატომ იქცევა ხოლმე ადამიანის საცხოვრებელი, მისი თავშესაფარი სახლად, ანუ როდის იძენს ადამიანის სამყოფლის კედლები სრულიად განსხვავებულ, ბევრად უფრო დიად სიმბოლურ მნიშვნელობას, ანუ აღიქმება, როგორც სახლი. მოვლენათა სამყაროში სახლის მრავალი განმარტება იარსებებს, მის ასაშენებლად გამოყენებული ტექნიკისა და მასალის ერთობლიობის ჩათვლით, თუმცა რა ხდება ხოლმე მაშინ,…
ჰარიმანის სახლი
გასული საუკუნის დასაწყისში ჭიათურა რამდენიმე კომლიან პატარა სოფელს წარმოადგენდა, რომელიც ძირითადად მდინარე ყვირილის ორივე მხარეს შეფენილი ხის ბარაკებისაგან, სამიკიტნოებისა და სამჭედლოებისგან შედგებოდა. აქვე იყო რკინიგზის სადგური და ბაზარი. ის ადგილი, სადაც დღეს აღმაშენებლის მჭიდროდ დასახლებული ქუჩა მდებარეობს, იმ პერიოდისათვის სრულიად დაუსახლებელი გახლდათ. ახლა ძნელი წარმოსადგენია რომ ეს შემაღლებული ადგილი მუხნარით იყო დაფარული, რომლის სამხრეთით სასაფლაო…