კინჩხას ჩანჩქერი

საკონტაქტო ინფორმაცია
+995 599 039 900
მისამართი
ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. კინჩხას მიდამოები
სამუშაო საათები
10:00-18:00

მდინარე საწისქვილოს ხეობაში, კავკასიონის კირქვული ზონის ერთ-ერთი მაღალი მთათა სისტემა ასხის მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმოედინება კინჩხის ჩანჩქერების კასკადი. პირველი ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 25 მეტრია, მეორის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს, კასკადის მესამე საფეხური დაახლოებით 30 მ სიმაღლისაა. წყალვარდნილამდე მისასვლელად კანიონში გზას გაგიკვალავთ კომფორტული და უსაფრთხო ბილიკი და აქვე მოწყობილი პლატფორმებიდან შეძლებთ ფოტოზე აღბეჭდოთ ბუნების ხელუხლებელი სილამაზე. მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს შეგიძლიათ ZIP LINE ითაც გაიმდიდროთ თქვენი შთაბეჭდილებები.

ZIP LINE: სამშაბათი – შაბათი, 10:00 – 18:00

ბილეთის შეძენა ხდება ადგილზე.

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება