ქუთაისის სინაგოგა

მისამართი
გაპონოვის ქ. #12
სამუშაო საათები
ორშაბათი-პარასკევი 8:00 – 10:00, და 20:00 – 22:00, კვირას: 9:00 – 12:00

ებრაელთა ისტორია საქართველოში ითვლის არა საუკუნეებს, არამედ ათასწლეულებს, ხოლო, მათი ქუთაისში დასახლების შესახებ პირველი ოფიციალური ცნობები მოგვეპოვება 1644 წლიდან. ებრაული უბანი დღემდე ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია. მის ტერიტორიაზე განლაგებულია სამი სინაგოგა. ყველაზე დიდი ( საქართველოში სიდიდით მეორე ) სინაგოგა 1886 წელსაა აშენებული. მეორე, რომელიც 1912 წლით თარიღდება, გარშემორტყმულია დამხმარე ნაგებობებით. აქ ისწავლებოდა ივრითი, ატარებდნენ სხვადასხვაგვარ იუდეურ რიტუალს. აქვე იყო საცხობი, სადაც ცხვებოდა „მაცა“ ( პასექის პური). ქუთაისელმა ებრაელებმა დიდი წვლილი შეიტანეს ქალაქის განვითარებაში. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში საბჭოტა ებრაელების ისრაელში რეპატრიაციის დროს ადგილობრივი თემის ძირითადმა ნაწილმა დატოვა ქალაქი. 2014 წელს მთავარი სინაგოგის შესასვლელში დაიდგა ბორის გაპონოვის, „ვეფხისტყაოსნის“ ივრითზე მთარგმნელის, ძეგლი.

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება