ოკაცეს კანიონი

მისამართი
ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზედა გორდი
სამუშაო საათები
10:00 – 18:00

მდინარე ოკაცე ასხის მთიდან მოედინება. მისი სიგრძე 16 კილომეტრამდეა. მდინარის ხევში ეროზიამ შექმნა კანიონი, რომლის სიგანე ზოგ ადგილებში აღწევს 10-15 მეტრს, სიღრმე კი 50 მეტრზე მეტია. კანიონს აქვს მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები. მდინარე ოკაცეს გორდის მონაკვეთზე მოწყობილია 780 მეტრის სიგრძის გამჭვირვალე კიდული ბილიკი, რომელიც მოგცემთ საშუალებას უკეთ და ახლოდან დაათვალიეროთ კანიონის ბუნება. ბილიკი სრულდება პანორამული გადასახედით. ოკაცეს კანიონი ქუთაისიდან 50 კმ დაშორებით მდებარეობს.

ღიაა: სამშაბათი – კვირა, 10:00-18:00

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება