კურორტი საირმე

საკონტაქტო ინფორმაცია
+995 32 240 45 45
მისამართი
ბაღდათის მუნიციპალიტეტი

საირმე იმერეთის მთიანი კურორტია, მინერალური წყლებით და ულამაზესი ბუნებით განთქმული. საირმის მინერალური წყლების წყაროები, შესწავლილ იქნა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. მათი სამკურნალო თვისებების სპექტრი საკმაოდ ფართოა, წყაროებზე მოწყობილია კომფორტული ბიუვეტები, ყოველ წყაროს აქვს თავისი დანიშნულება. მათი სხვადასხვა დოზით მიღება კურნავს კენჭოვან დაავადებებს, ნივთიერებათა ცვლის პრობლემებს და კუჭ-ნაწლავის დაავადებებს.  მინერალური წყლის დაგემოვნება ყველას უსასყიდლოდ შეუძლია, თუმცა გასათვალისწინებელია რომ ექიმის დანიშნულების გარეშე დიდი ოდენობით მიღება არ არის რეკომენდებული. კურორტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სასტუმროები, თერმული სპა და “ველნეს” ცენტრები, 800 მეტრიანი ZIP Line, ბრიტანული აპარატურით აღჭურვილი „სასროლეთი“, თოკების ქალაქი, გარე აუზი და ეს ყველაფერი ქუთაისიდან მხოლოდ 50 კილომეტრის დაშორებით.

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება