ცნობილი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, მეცნიერისა და ფოთის პორტის დამაარსებლის ნიკო ნიკოლაძის (1843-1928) სახლ-მუზეუმი. ნ. ნიკოლაძე იყო თავისი დროის მაღალი ტექნოლოგიების გამომგონებელი და საქართველოში ევროპული ფასეულობების შემომტანი. მან განახორციელა ისეთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა ქ. ფოთის და ფოთის პორტის მშენებლობა, თბილისი-ფოთის რკინიგზის გაყვანა (ამიერკავკასიაში პირველი რკინიგზა) და სხვ. 1951 წელს გაიხსნა ნ. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი სოფელ დიდ ჯიხაიშში. მუზეუმი ინახავს გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, ამერიკიდან და რუსეთიდან ჩამოტანილი ნივთების კოლექციას. ასევე აქაა მდიდარი ბიბლიოთეკა. მუზეუმში ნახავთ ნ. ნიკოლაძის დროინდელ უახლეს ტექნიკას, მაგ: 1910 წლის ქარის წისქვილს, ბერლინიდან ჩამოტანილ სარეცხ მანქანას, კოდაკის პირველი გამოშვების ფოტოაპარატს, მზის საათს და სხვ.
ბოლო სტუმარი დაიშვება 16:00-ზე.
ბილეთის ფასი – 5 ლარი, გიდის მომსახურება – 5 ლარი.