ბალნეოლოგიური კურორტი სულორი მდებარეობს ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე სულორის ნაპირთან, ვანის ცენტრიდან 11 კილომეტრში, ქუთაისიდან 40 კილომეტრში. ამ პატარა, 15 კმ სიგრძის მდინარეს მხოლოდ 2 შენაკადი აქვს, აქედან მოდის მისი სახელიც (სულ ორი). კურორტსაც მისი სახელი ჰქვია ვინაიდან და რადგანაც სამკურნალო თბილი წყალი სულორის კლდიდან გამოედინება.
კურორტი სულორის წყალი ზამთარ-ზაფხულ 38 გრადუსს აღწევს, ის გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური პრობლემების დაავადებების სამკურნალოდ. კურორტს აქვს საკუთარი პოლიკლინიკა თავისი აღჭურვილობითა და ბალნეო-თერაპიული მკურნალობისთვის განკუთვნილი 32 ინდივიდუალური აბაზანით.