ქართველ თავადებს ჰქონდათ ტრადიცია, რომლის მიხედვით მათი შვილები გლეხის ოჯახებში იზრდებოდნენ. ამ ტრადიციის თანახმად დიდმა ქართველმა პოეტმა აკაკი წერეთლმა ბავშვობის წლები სოფელ სავანეში გლეხის ოჯახში ძიძასთან გაატარა. თავის ბავშვობის წლებზე პოეტი წერდა: „თუკი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხების შვილებთან ერთად ვიზრდებოდი“. 1046 წელს აგებული წმ. გიორგი სახელობის ეკლესია ძიძისეული კარმიდამოს გვერდით მდებარეობს. ეკლესია გამოირჩევა ჰარმონიული და დახვეწილი ფორმებით და ჩუქურთმებით.
ბილეთის ფასი: შესვლა უფასოა