კოლხური შადრევანი

მისამართი
დავით აღმაშენებლის მოედანი
სამუშაო საათები
24/7

ქალაქის შუაგულში, მის მთავარ მოედანზე დგას საინტერესო ნაგებობა – შადრევანი. ის გაფორმებულია საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი არქეოლოგიური არტეფაქტების _ მინიატურული სკულპტურების გადიდებული ფიგურებით. მაგალითად, ცნობილი ბრინჯაოს ქანდაკება „თამადა“, რომელიც ჩვ.წ აღრიცხვამდე მე-7 საუკუნით თარიღდება, ასევე შადრევნის მთავარი ფიგურა ქალის სასაფეთქლეები _ ანტიკური პერიოდის ქართული საიუველირო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუში. სასაფეთქლეების ორიგინალური ზომა მხოლოდ 13 სანტიმეტრია.

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება