იმერული ღვინის კონკურსის დასკვნითი საღამო

დღეს, შედგა იმერული ღვინის კონკურსის – Imeretian wine Challenge 2024 დასკვნითი საღამო – გამარჯვებული მეღვინეობებისა და ღვინოების დაჯილდოება.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდა DMO იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით და მასში მონაწილე 38 ღვინისმწარმოებლის მიერ წარმოდგენილი იყო 100 იმერული ღვინო.

საკონკურსო ნიმუშების დეგუსტირება მოახდინა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ღვინის ქართველი და უცხოელი ექსპერტები. კონკურსზე შესაძლებელი იყო 100%-ით იმერული ყურძნის ჯიშისგან ან/და ჯიშებისაგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ან კანონმდებლობით დასაშვები 15%-მდე სხვა ჯიშის ყურძნის შერევით წარმოებული ღვინის წარმოდგენა საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან. ამ მხრივ შარშანდელ კონკურსთან შედარებით მნიშვნელოვანი სტატისტიკური ზრდა დაფიქსირდა, 20 % გაიზარდა ნიმუშების რაოდენობა და ისინი მოწოდებული იქნა არა მარტო იმერეთიდან არამედ კახეთიდან, სამეგრელოდან, ქართლიდან და რაჭიდან.

საერთაშორისო სტანდარტის შეფასების მიხედვით, ჯილდოები შემდეგნაირად გადანაწილდა, 1 – დიდი ოქრო, 16 – ოქრო, 29- ვერცხლი, და 2 სპეციალური პრიზი საუკეთესო წითელი და თეთრი ღვინოებისათვის.

 

დიდი ოქრო

მეღვინეობა „შენგელი“ (ციცქა-ცოლიკოური-კრახუნა). კახეთი, ყვარელი.

საუკეთესო თეთრი და წითელი ღვინო

1. „ფერაძის მარანი“ (ცოლიკოური) – მცხეთის რაიონი, სოფელი არმაზი

2. მეღვინეობა „შენგელი“ (ოცხანური საფერე) – კახეთი, ყვარელი.

 

ოქრო

1. მეღვინეობა „ზოდი“ (ციცქა) – ჭიათურა;

2. „ეიფორია“ (ციცქა) – თბილისი;

3. მეღვინეობა „ზოდი“ (ქვიშხური) – ჭიათურა;

4. მირიანის მარანი (კუნძა) – ბაღდათი;

5. ფერაძის მეღვინეობა (ცოლიკოური) – მცხეთის რაიონი, სოფელი არმაზი;

6. მეღვინეობა „ზოდი“ (ცოლიკოური) – ჭიათურა;

7. ფერაძის მეღვინეობა (ცოლიკოური) – მცხეთის რაიონი, სოფელი არმაზი;

8. ტერრა ქისი (ცოლიკოური-ციცქა-გორული მწვანე) – კახეთი, გურჯაანი, სოფელი ვაზისუბანი;

9. ფერაძის მეღვინეობა (კრახუნა 2023) – მცხეთის რაიონი, სოფელი არმაზი;

10. ფერაძის მეღვინეობა (კრახუნა 2022) – მცხეთის რაიონი, სოფელი არმაზი;

11. ტერრა ქისი (კრახუნა-ციცქა) – კახეთი, გურჯაანი, სოფელი ვაზისუბანი;

12. „ჭური ჩინებული“ (კრახუნა-ცოლიკოური-ციცქა) – ზესტაფონი;

13. მეღვინეობა „ორკოლი“ (ოცხანური საფერე) – მუხური (ჩხოროწყუ);

14. მეღვინეობა „შენგელი“ (ოცხანური საფერე) – ვანი;

15. ლაბარა (ოცხანური საფერე) – ბაღდათი;

16. „ჭური ჩინებული“ (ალადასტური) – ზესტაფონი.

 

ვერცხლი

1. ლაბარა (ციცქა) – ბაღდათი;

2. მეღვინეობა „ორკოლი“ (ციცქა) – მუხური (ჩხოროწყუ);

3. იმერეთის ღვინის სახლი (ციცქა) – თერჯოლა;

4. შატო ალექსანდრე (ციცქა) – ბაღდათი, ობჩა;

5. ბაიას ღვინო (ციცქა) – ბაღდათი;

6. GD Wine (ციცქა – მწვანე) – წყალტუბო;

7. საზანოს ღვინო (ციცქა) – თერჯოლა;

8. იმერეთის მარგალიტი (ციცქა-ცოლიკოური-რქაწითელი-მწვანე) – ზესტაფონი;

9. მეღვინეობა „ზოდი“ (ქვიშხური) – – ჭიათურა;

10. მეღვინეობა „ორკოლი“ (ცოლიკოური) – მუხური (ჩხოროწყუ);

11. გოგი გულორდავას საოჯახო მარანი (ცოლიკოური) – თბილისი;

12. აკაკი ხორავას მარანი (ცოლიკოური) – ბაღდათი;

13. რომან დოლაკიძე (ცოლიკოური-კრახუნა) – თერჯოლა;

14. შატო „ალექსანდრე“ (ცოლიკოური-კრახუნა) – ბაღდათი, ობჩა;

15. შოთიკო ებანოიძის მარანი (ცოლიკოური-ციცქა) – ბაღდათი

16. ფერისათი (ციცქა-ცოლიკოური) – ბაღდათი;

17. ლაბარა (კრახუნა) – ბაღდათი;

18. მეღვინეობა „ორკოლი“ (კრახუნა) – მუხური, ჩხოროწყუ.

19. ავალიშვილის მარანი (კრახუნა) – ხარაგაული;

20. შატო ალექსანდრე (კრახუნა) – ბაღდათი, ობჩა;

21. ბაიას ღვინო (კრახუნა) – ბაღდათი;

22. სოლომონის ღვინო (კრახუნა) – ჭიათურა;

23. მირიანის მარანი (კრახუნა) – ბაღდათი;

24. ლაბარა (კრახუნა) – ბაღდათი;

25. საზანო (კრახუნა) – თერჯოლა;

26. მეღვინეობა „ნიოსები“ (ოცხანური საფერე) – თერჯოლა;

27. ლაბარა (ოცხანური საფერე) – ბაღდათი;

28. დავით ლელაძის საოჯახო მარანი (ალადასტური) – ბაღდათი;

29. ქართული ქვევრი (ციცქა-ცოლიკოური) – ჭიათურა.