N.Art-ი გთავაზობთ ქართული ტრადიციული მეთოდით ტიხრული მინანქრის სამკაულების დამზადების მასტერკლასებს
თუ გაქვთ სურვილი თქვენთვის სასურველი სამკაული თავად დაამზადოთ, სალონში საშუალება გექნებათ აირჩიოთ ფორმა, ფერები და თქვენივე გემოვნების შესაბამისად შექმნათ სასურველი ნივთი. მასტერკლასის სავარაუდო ხანგრძლივობაა 1-3 საათი და მასში მონაწილეობა შეუძლია ერთდროულად მაქსიმუმ 3 ადამიანს.
შედარებით ხანმოკლე მასტერკლასების შემთხვევაში, თქვენ ჩაერთვებით ოსტატების სამუშაო პროცესში და მიიღებთ მონაწილეობას ნამუშევრების შექმნაში.
პროფესიული ცოდნის მიღებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ტიხრულ მინანქარზე მუშაობის სრული, 3 თვიანი სასწავლო კურსი გაიარონ.