პალატი

მისამართი
პუშკინის ქ.#2
ტელეფონის ნომერი
0431243380
საკომუნიკაციო ელ. ფოსტა
სამზარეულო
ქართული, ევროპული
სამუშაო საათები
10:00-24:00

სიტყვა “პალატი” ნიშნავს იმერული ოდის ქვიტკირით ნაშენებ პირველ სართულს, სადაც სუფევს თბილი, ოჯახური განწყობა, ანთია ცეცხლი, ოჯახი ატარებს უმეტეს დროს და გულთბილ გარემოცვაში უმასპინძლდება სტუმარს. ასე ასოცირდება პალატი სახლთან, გემრიელ კერძებთან და სასიამოვნო, მყუდრო გარემოსთან.
პალატი თავის სტუმრებს განსაკუთრებით მეგობრულ გარემოში იღებს და უმასპინძლდება სათუთად შერჩეული ტრადიციული, რეგიონალური წარმოშობის კერძების ორიგინალური გემოებით. უმთავრესია, სტუმარს გაუჩნდეს შეგრძნება: პალატი ჩემი სახლია.
ძველი ქალაქის ულამაზეს ადგილზე, თეთრი ხიდის მიმდებარედ, პალატი გამორჩეულია მყუდრო, ვინტაჟური გარემოთი, ორი ერთმანეთისგან ხასიათობრივად განსხვავებული სართულით, ყვავილებიანი აივნებით და პატარა, კოხტა ეზოთი. პირველი სართულის რომანტიული სივრცე ცოცხალი ჯაზის ნაზი ჰანგებით უმასპინძლდება ქალაქში სტუმრად ჩამოსულთ, მეორე სართულის ჰაეროვანი, ფერადი გარემო მშვიდ და პოზიტიურ განწყობას ქმნის, ხოლო პალატის ღვინის ბარი ექსკლუზიური ღვინოების კოლექციით, კულინარიული და ფოლკლორული მასტერკლასებით საბოლოოდ აკმაყოფილებს პალატის სტუმრების მრავალფეროვან მოთხოვნებს.

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

5.0
Rated 5.0 out of 5
სულ 2 შეფასება
Rated 5.0 out of 5

Khatia Gulbiani
Rated 5.0 out of 5

შპს პალატი

დატოვე შეფასება